11 აგვისტოს აზერბაიჯანულმა ინტერნეტსააგენტო აპა-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თოვუზის "თურანის" (აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგა) პრეზიდენტი მუსა სულეიმანოვი საქართველოში ვიზიტს და ორ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას გეგმავდა...

11 აგვისტოს აზერბაიჯანულმა ინტერნეტსააგენტო აპა-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თოვუზის "თურანის" (აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგა) პრეზიდენტი მუსა სულეიმანოვი საქართველოში ვიზიტს და ორ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას გეგმავდა. ლაპარაკი იყო დიმიტრი ტატანაშვილსა და გიორგი ჭედიაზე.

ტატანაშვილმა გაცილებით საინტერესო წინადადება მიიღო და ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ჩაირიცხა, ჭედიას ამბავი კი სარწმუნოდ არ ჩანდა, რადგან რუსთავის "ოლიმპში" თამაშობდა და ეროვნული ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ კლუბი შეელეოდა. არადა, სააგენტო აპა-ს მტკიცებით, კონტრაქტი მალე გაფორმდებოდა. მანამდე კი, "თურანში" კიდევ სამი ქართველი გასინჯეს, თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საკიტა ალიევმა მომზადების დონე დაუწუნა და სახლში გაუშვა.

საბოლოოდ, "თურანში" "სამტრედიას" ყოფილი ნახევარმცველი შალვა ფირცხალავა და თბილისის "ლოკომოტივის" ექსფორვარდი გიორგი მოდებაძე ("ოლიმპის" თავდამსხმელ ირაკლი მოდებაძის ძმა) ჩაირიცხნენ, გუნდის მწვრთნელ-კონსულტანტად კი რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა და ჭედიას ტრანსფერიც რეალობას დაემსგავსა - დიდი ხანია, მას ბატონი რეზო მფარველობს, "უგუნდოთა ნაკრებშიც" ავარჯიშებდა და ბუნებრივია, სადაც წავიდოდა, ჭედიასაც იქ წაიყვანდა...

გუშინ გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა და აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ვთხოვეთ.

- აზერბაიჯანში თქვენი გადასვლა დაუჯერებლად გვეჩვენა. "ტრაბზონი" აკვირდებაო და, ამის შემდეგ "თურანში" როგორღა მოხვდით?

- რა არის დაუჯერებელი? სერიოზული წინადადება იყო და დავთანხმდი. კლუბის პრეზიდენტი ჩამოვიდა, მოვილაპარაკეთ და ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია.

- როგორც ჩანს, აზერებს შენი კანდიდატურა ძოძუაშვილმა ურჩია.

- ფაქტია, რომ კლუბში ბატონი რეზო მიიწვიეს, ის კი მენდობა და ჩემი სჯერა. "თურანში" დანიშვნისთანავე, პრეზიდენტს ჩემი მიყვანა ურჩია. ვფიქრობ, იმედებს არ გავუმტყუნებ.

- კონტრაქტი რა ხნით უნდა გააფორმო?

- ერთწლიანს მთავაზობენ. ახალგაზრდული ნაკრების თამაშების შემდეგ ჩავალ და ადგილზე ყველაფერს დავაზუსტებ.

- მხოლოდ 22 წლის, ახალგაზრდული ნაკრებში სისტემატურად გიწვევენ და აზერბაიჯანში წასვლა შენი ასაკის და პერსპექტივის ფეხბურთელისთვის ნაადრევი არაა?!

- ახლა ისეთი ვითარება შეიქმნა... მოკლედ, აზერბაიჯანში წასვლას დავთანხმდი. ერთწლიანზე მეტი ხელშეკრულება არ მაწყობს, რადგან სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გავხდები, გუნდის მოძებნა გაცილებით გამიიოლდება და ბევრად უკეთესი დონის პირველობაზე მოხვედრას ვიმედოვნებ.

- რუსთავის "ოლიმპის" ხელმძღვანელობამ იოლად გაგიშვა?

- რუსთაველებს გაშვება მე ვთხოვე, თორემ ამის დიდი სურვილი არ ჰქონდათ. კლუბს ისედაც არ ჰყავს ბევრი მოთამაშე და ეს ჩემთვისაც არ იყო იოლი სათხოვარი, მაგრამ რა ვქნა, საკუთარ კარიერაზე უნდა ვიფიქრო. ბოლოს ადამიანურად გამიგეს და გამათავისუფლეს. საქმე ისაა, რომ "ოლიმპთან" კონტრაქტი ორ წელიწადში მიმთავრდებოდა, ანუ 24 წლის რომ გავხდებოდი და იმ დროისთვის უცხოეთში წასვლა კიდევ უფრო გამიჭირდებოდა. რამენაირად, ახალ გუნდს ერთი წელი გავუძლებ და იმედია, მერე ისეთ კლუბში გადავალ, სადაც მეც ძალიან გამიხარდება თამაში და გულშემატკივარსაც.

- აზერბაიჯანში მარტო მიდიხარ, თუ ძოძუაშვილი კიდევ იწვევს ქართველებს?

- გიორგი მოდებაძე და შალვა ფირცხალავა უკვე აიყვანეს, მესამე მე ვარ. მოდებაძემ პირველივე შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და კლუბში ქართველების იმედი გაუჩნდათ. სხვების შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცი, არაა გამორიცხული, ძოძუაშვილმა კიდევ რამდენიმე დაიმატოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს