დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევმა ნახევარმცველმა დაადასტურა, რომ მზადაა, გერმანიის ჩემპიონთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს
დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევმა ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ დაადასტურა, რომ მზადაა, გერმანიის ჩემპიონთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

მიუხედავად იმისა, რომ მის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2014 წლამდე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 19 წლის ვუნდერკინდს არსად ეჩქარება, მან "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "დორტმუნდთან" ერთად შორეული გეგმები აქვს, რის გამოც წინააღმდეგი არ არის, რომ ახლავე ახალი, უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი გაფორმდეს.

"ყოველთვის ვამბობდი და ახლაც სიამოვნებით გავიმეორებ, რომ "ბორუსიაში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. აქ მყავს ოჯახი და უახლოესი მეგობრები. ესეც რომ არ იყოს, "დორტმუნდის" კონცეფცია ძალიან მომწონს და კლუბის გამოცვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ," - უთხრა გიოტცემ "ბილდს".

მარიო მარკო როისის ხმაურიან ტრანსფერსაც გამოეხმაურა: "როისის სახით ჩვენთან გერმანული ფეხბურთის კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი გადმოვა, რაც იმის გარანტიაა, რომ ამ კლუბს დიდი მომავალი აქვს. მინდა, რომ მეც ამ კონცეფციის ნაწილი ვიყო.

სხვათა შორის, ძალიან მომწონს ნური შაჰინის ჩვენთან დაბრუნების იდეაც. დარწმუნებული ვარ, რომ თავს "რეალშიც" დაიმკვიდრებს, მაგრამ თუ ჩვენთან დაბრუნდება, უფრო გამიხარდება."

სამაგიეროდ, გიოტცე თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ "ბორუსია" გერმანიის ჩემპიონობას ვერ შეინარჩუნებს. მისი აზრით, წელს "ვერცხლის სინს" ისევ "ბაიერნი" დაისაკუთრებს, თუმცა იქვე დასძენს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასე არ მოხდესო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის