"ჰანოვერის" გოლეადორმა მოჰამედ აბდელაუმ მძიმე ტრავმა მიიღო რის გამოც "წითლების" მთავარი მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელებს თავდასხმის გაძლიერებას სთხოვს
"ჰანოვერის" მთავარმა გოლეადორმა მოჰამედ აბდელაუმ საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც "წითლების" მთავარი მწვრთნელი მირკო სლომკა კლუბის ხელმძღვანელებს თავდასხმის გაძლიერებას სთხოვს.

"თუ გვინდა, რომ ამ სეზონში ისევ ევროტურნირებისთვის ვიბრძოლოთ, სატრანსფერო ბაზარზე უნდა გავაქტიურდეთ და მინიმუმ ახალი თავდამსხმელი უნდა ვიყიდოთ," - განაცხადა სლომკამ პორტუგალიაში, სადაც "ჰანოვერი" ბუნდესლიგის მეორე წრისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადის.

აბდელაუს ტრავმას ისიც ემატება, რომ "ჰანოვერის" კიდევ ერთი ფორვარდი დიდიე ია კონანი აფრიკის თასზე იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითლებს" მეორე წრის საწყის ტურებში ვერ დაეხმარება. სხვათა შორის, ტრავმა აწუხებს იან შლაუდრაფსაც.

მოკლედ, სლომკას თავდასხმაში უჭირს და აქვე გეტყვით, რომ "ჰანოვერის" შეფებმა მიუნხენის "ბაიერნის" ბოსებს ნილს პეტერსენის იჯარაზე ჩამოუგდეს სიტყვა, მაგრამ რეკორდმაისტერის სათადარიგო ცენტრფორვარდისგან უარი მიიღეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის