ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებსა და პილოტებს 2012 წელს ბაჰრეინის გრანპრის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ
ბაჰრეინის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები მოუწოდებენ ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებსა და პილოტებს ბოიკოტი გამოუცხადონ 2012 წელს ბაჰრეინის გრანპრის.

როგორც იცით, 2011 წელს ამ ქვეყანაში რბოლა ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გაუქმდა, მაგრამ სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილური გახდა და 2012 წელს რბოლის გამართვას არაფერი ემუქრება. მაგრამ ბაჰრეინში მთელი წლის განმავლობაში არეული სიტუაცია იყო და გამოსვლები დღემდე არ შეწყვეტილა. ამის გამო ბაჰრეინში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი მოუწოდებს ფორმულა 1-ის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ 2012 წელს ქვეყანაში ვიზიტისგან.

"ჩვენ ჩავატარებთ კამპანიას, რომელიც აქტიურად მოუწოდებს პილოტებსა და გუნდებს ბოიკოტი გამოუცხადონ ბაჰრეინის წლევანდელ გრანპრის. მთავრობას სურს ამ რბოლის ჩატარება, რათა მთელს ქვეყანას აჩვენოს, რომ სამეფოში ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ სინამდვილეში, ასე არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რბოლა არ გაიმართოს.

დარწმუნებული ვარ, პილოტები და გუნდები გამოიჩენენ ადამიანთა უფლებების მიმართ პატივისცემას და ბოიკოტს გამოუცხადებენ გრანპრის", - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნაბილ რაჯაბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად