ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატოროებმა სეზონში "დიდი სლემის" პირველი ტურნირის განთესილთა სია გამოაქვეყნეს
ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატოროებმა სეზონში "დიდი სლემის" პირველი ტურნირის განთესილთა სია გამოაქვეყნეს.

მამაკაცებს შორის პირველი ნომერი იქნება ATP-ის რეიტინგის ლიდერი და ავსტრალიის ღიას მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი. შემდეგ, ასევე კლასიფიკაციის მიხედვით რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და ენდი მიურეი მოდიან.

ტოპ-32-ის წარმომადგენელთაგან მხოლოდ ორი არ მიიღებს მონაწილეობას ტურნირში - შვედი რობინ სიოდერლინგი და ხორვატი მარინ ჩილიჩი.

ქალთა ბადეს სათავეში ჩაუდგა WTA-ის რეიტინგის ლიდერი კაროლინ ვოზნიაცკი. პეტრა კვიტოვა მეორეა, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა - მესამე. ყველა 32-მა განთესილმა ჩოგბურთელმა საკუთარი ნომერი 9 იანვარს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით მიიღო.

ავსტრალიის ღიას წილისყრა 13 იანვარს გაიმართება.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვენუს უილიამსი მოგვიანებით გადაწყვეტს - ითამაშოს თუ არა ავსტრალიის ღია პირველობაზე. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ამერიკელს შარშანდელი აშშ-ის ღიას შემდეგ არ უთამაშია WTA-ის ტურში. მაშინ ვენუსს აუტოიმუნური ავადმყოფობის - შეგრენის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.

ამ დროის განმავლობაში უფროსმა უილიამსმა მხოლოდ ერთხელ მიიღო მონაწილეობა საჩვენებელ ტურნირში, რომელიც დეკემბერში ფლორიდაში გაიმართა. სწორედ მაშინ განაცხადა ვენუსმა, რომ 2012 წელს მისი მთავარი მიზანი ლონდონის ოლიმპიადაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"