ქალებს შორის გასულ კვირას ყველაზე დიდი ინტერესი ბრისბენის ტურნირის მიმართ იყო რადგან აქ სერენა უილიამსი და კიმ კლაისტერსი გამოდიოდნენ
ქალებს შორის გასულ კვირას ყველაზე დიდი ინტერესი ბრისბენის ტურნირის მიმართ იყო, რადგან აქ სერენა უილიამსი და კიმ კლაისტერსი გამოდიოდნენ, რომლებიც შარშან ამერიკის სერიის ტურნირების შემდეგ არ გვინახავს კორტზე.

სერენამ დამაჯერებლად მოიგო საწყისი მატჩები - ოთხ სეტში მხოლოდ 11 გეიმი დათმო, მაგრამ მის ფორმაზე წარმოდგენას ნაკლებად შეგვიქმნიდა სხეპერსთან და იოვანოვსკისთან შეხვედრები. ამერიკელის თამაშის შეფასება არ მოხერხდა, რადგან უილიამსმა დანიელა ჰანტუხოვასთან მატჩზე გასვლა არ მოისურვა. სერენას ისევ აწუხებს ფეხი, თუმცა ამბობს, რომ ეს დაზიანება ავსტრალიის ღიაზე გამოსვლაში ხელს არ შეუშლის.

ტურნირი ვერც კლაისტერსმა დაასრულა. სიმონა ჰალეპის დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ ბელგიელი ანა ივანოვიჩს ხვდებოდა. კიმს სერბისთვის ოთხიდან ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული და ახლაც 6:1 მოგებით დაიწყო რიგით მეხუთე შეხვედრა. მაგრამ ანამ მომდევნო 10 გეიმიდან ცხრა აიღო და სერიოზული განაცხადი გააკეთა გამარჯვებაზე. თუმცა კლაისტერსმა შეძლო მომატება, ისევ იპოვა თავისი თამაში და გამოსტაცა მოგება მეტოქეს - 6:1, 1:6, 6:3.

ბელგიელმა დამაჯერებლად შეაბიჯა ნახევარფინალში, მაგრამ იქ ჰანტუხოვასთვის პირველი სეტის აღების შემდეგ ბარძაყის ტრავმის გამო ტურნირის მიტოვება გადაწყვიტა. ჯერჯერობით დარწმუნებით არ შეიძლება იმის თქმა, რომ კიმი შეძლებს ავსტრალიის ღიაზე გამოსვლას.

ჰანტუხოვას მეტოქე ფინალში ესტონელი კაია კანეპი გახდა. ესტონელს საწყის წრეში რუს პანოვასთან მოუწია სამსეტიანი რთული ბრძოლის გადატანა, მაგრამ შემდეგ ბრწყინვალედ ათამაშდა და არც ერთ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

მან მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო პავლიუჩენკოვას, ორ სეტში მოუგო პეტკოვიჩს, შემდეგ მატჩებში კი გაანადგურა სკიავონე და ჰანტუხოვა - 6:3, 6:0 და 6:2, 6:1. მეტოქეთა აზრით, ბალტიისპირელმა ბრწყინვალე ჩოგბურთი აჩვენა და დაიმსახურა ტიტული, ჰანტუხოვას თქმით კი, თუ კანეპი ასე გააგრძელებს თამაშს, მალე ტოპ-ათეულში შევა. ამ მოგებით ესტონელი სათავეში ჩაუდგა 2012 წლის ჩემპიონთა რბოლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე