WTA-მ და AATP-იმ რეიტინგ-ლისტები გამოაქვეყნა, სადაც ჩვენებური 744 ქულით მსოფლიოს 86-ე ჩოგანია
გუშინ WTA-მ და AATP-იმ 2012 წლის პირველი რეიტინგ-ლისტები გამოსცეს. ჩვენი პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი სამი საფეხურით დაწინაურდა და 744 ქულით მსოფლიოს 86-ე ჩოგანია.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით 21 წლის ქართველი ჩოგბურთელისთვის საუკეთესო ივლისის მიღწევაა, როცა ანა მსოფლიოს 82-ე ჩოგანი იყო. წყვილთა თანრიგში იგი მსოფლიოს 76-ე ჩოგანია, ეს კი უკვე კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. ტატიშვილი დიდი სლემის წლის პირველი ტურნირისთვის, ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება, რომლის ძირითად ბადეში პირველად ითამაშებს.

სხვები: 180 (+1) მაკა ჩახნაშვილი - 359 ქულა; 267 (+1) სოფიო შაფათავა - 208; 325 (-) ოქსანა კალაშნიკოვა - 150; 389 (+1) ეკა გორგოძე - 109; 431 (+2) სოფიო ქვაცაბაია - 89; 468 (+1) თათია მიქაძე - 78; 817 (+1) ნათია გეგია - 20; 1006 (+1) ანი გოგვაძე - 10; 1209 (-1) მაგდა ოქრუაშვილი - 3. ვაჟები: 1 246 (-) გიორგი ცივაძე - 3 ქულა; 1 339 (-1) ლადო ჩიხლაძე - 2; 1 458 (-1) ალექსანდრე მეტრეველი - 2.

მაგდა ოქრუაშვილი ამერიკულ ინინსბრუკში ასპარეზობს (25 ათასი დოლარი). ჩვენებურმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იოლად გაიარა, ამერიკელი კრისტენ ფლაუერი დაამარცხა - 6:1, 6:0. მეორე წრეში მისი მეტოქე კვლავ მასპინძელია, მე-3 ნომრად განთესილი ჩიე-იუ ჰსუ (418). ჩინურ პინგუოში (25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეშია ოქსანა კალაშნიკოვა, პირველ წრეში ის ტაივანელ ვენ-ჰსინ ჰსუს (311) ხვდება. ანთალიაში, 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს სოფიო ქვაცაბაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად