31 წლის ნახევარმცველი აზერბაიჯანულ კლუბს იმ ფულს ედავება, კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში რომ უნდა აეღო
ლადო ბურდული ბოლოს გულშემატკივარმა იხილა არა მოედანზე, არამედ ტელეკომპანია "იმედის" რეალითიშოუ "ფორმაში". ერთი წელია, 31 წლის ფეხბურთელს არ უთამაშია და ბევრმა იფიქრა, რომ კარიერა დაასრულა.

მაგრამ ერთწლიანი შესვენების შემდეგ ლადო მოედანს დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სეზონისთვის მზადება "დილაში" დაიწყო. მართალია, ჯერ მისი ჩარიცხვა არ გადაწყვეტილა, მაგრამ იმედი აქვს, რომ მოთამაშის კარიერას გააგრძელებს.

ბურდული 2009 წლის ზაფხულში სიმფეროპოლის "ტავრიადან" ბაქოს "ნეფთჩიში" გადავიდა. 2010 წელს იჯარით ცხინვალის "სპარტაკში" გაუშვეს, შარშან, იანვარში კი ბაქოს "ნეფთჩიმ" ტრანსფერზე დააყენა. მაგრამ ლადოს კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა და ამბობდა, გაშვების უფლება არ ჰქონდათო.

"ზუსტად ერთი წელია, არ მითამაშია. 2010 წლის დეკემბერში სეზონი რომ დასრულდა, მას შემდეგ მოედანზე არ გავსულვარ. "ნეფთჩის" რომ გადაეყრება კაცი... გუნდის უფროსობასთან, კონკრეტულად კი "ნეფთჩის" პრეზიდენტთან, უსიამოვნება მომივიდა, კარგად არ მომექცა. წამოსვლამდე მწვრთნელმა მითხრა, შესაძლოა, რომელიმე კლუბში გაგანათხოვროთო. არ მათამაშებდნენ და ეს მეც მსურდა. ლაპარაკი იყო ექვსთვიან იჯარაზე და სამი ვარიანტი დამისახელეს, აზალ-ი, "განჯა" და "მუღანი", ამათგან აზალ-ი უკეთესი ვარიანტი იყო, ზაფხულში კი ისევ "ნეფთჩიში" დავბრუნდებოდი.

მერე პრეზიდენტთან მოვილაპარაკე, რომ 7 იანვარს ბაქოში ჩავიდოდი და ჩემი საკითხი საბოლოოდ გადაწყდებოდა, მაგრამ პრეზიდენტიც და მწვრთნელიც დაიმალნენ. მერე სეზონიც დაიწყო, თებერვალში კი ფურცლები მომაჩეჩეს, ეს ბუღალტერიის საბუთებია, ხელი მოაწერეო. აღმოჩნდა, რომ მოტყუებით სურდათ, ხელი მომეწერა, ვითომ თანახმა ვიყავი, კომპენსაციის გარეშე წავსულიყავი გუნდიდან.

ვერ ვხვდები, ასე რატომ მომექცნენ. ჩემი აზრით, აზერბაიჯანში ვინც ჩამიყვანა, გუნდთან ურთიერთობა აერია და ჯოხი ჩემზე გადატეხეს", - ამბობს ბურდული.

რეალითიშოუშიც ჩანდა, ლადო, რომ იტყვიან, "წონაშია", მაგრამ ეს არ აშინებს:

"მოსაკლები მაქვს მაქსიმუმ ექვსი კილოგრამი, მაგრამ რეალითიშოუში მონაწილეობის შემდეგ ეს არ გამიჭირდება. მახსოვს, ბაქოში ცხრა კილო მამძიმებდა, მაგრამ სათამაშო წონა პირველივე შეკრების შემდეგ აღვიდგინე".

ბურდულის თქმით, ბაქოს "ნეფთჩის" წინააღმდეგ ფიფაში სარჩელი შეიტანა:

"ამ გუნდის გადამკიდეს ერთი წელი გამიცდა, რადგან სხვაგან თამაშის უფლებას არ მაძლევდნენ. ახლა კონტრაქტი დამისრულდა და გუნდის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, იმ ფულს ვედავები, კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში რომ უნდა ამეღო. საკითხი თებერვალში გადაწყდება, ტრანსფერს კი ვეღარ შემიჩერებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alikante
ეჰ ქინქლაძის მერე ნიჭის განიავებაზე ცოტა რთულია საუბარი, მაგრამ არც ეს იყო მთლად უნიჭო, უბრალოდ მართლა მაგარი ზარმაცი ფეხბურთელი იყო და ზარმაცულადაც აეწყო კარიერა.
zura
არ მევასება ეს ზარმაცი ფეხბურთელი! რა ნიჭი გაანიავა!
tbiliseli
მაგარი კაცია ლადო, მაგრამ ბათინკების მერე ბუცების ჩაცმა... წარმატებები ბურდულას!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად