საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. განვლილმა სამმა ტურმა რამდენიმე ტენდენცია წარმოაჩინა...

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. განვლილმა სამმა ტურმა რამდენიმე ტენდენცია წარმოაჩინა. მოულოდნელად, წარუმატებელი სტარტი აიღო სავარაუდო ფავორიტმა და შარშანდელი ჩემპიონატის პლეი ოფის მონაწილემ, დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა", ასევე მოუოლოდნელი იყო ყველაზე ქართული ფრანგული კლუბის "მონპელიეს" წარმატებული სტარტი, რომელმაც სამი მატჩიდან ორი მოიგო და ლიდერთა მარაქაში გაერია.

სატურნირო ცხრილს სათავეში ათ-ათი ქულით საფრანგეთის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" და ფრანგული რაგბის გრანდი "ტულუზი" ჩაუდგნენ.

"კლერმონმა" მესამე ტურში დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივს" უმასპინძლა და იოლად გაუსწორდა - 33:9. ბრიველებს წინააღმდეგობის ძალა მხოლოდ 28-ე წუთამდე ეყოთ. ამ დროისთვის გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 3:3 და ძნელი სათქმელი იყო, საბოლოოდ გამარჯვება ვის დარჩებოდა. "ვულკანებმა" სტუმრების წინააღმდეგობა გარემარბ ჟულიენ მალზიოს ლელოთი გატეხეს, რასაც მეორე ტაიმში ელვის ვერმიულენისა და ვენსან დებატის ლელოები მოჰყვა.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და არბიტრმა 73-ე წუთზე გაასინბინა. კაკოვინი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო. ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

მომდევნო ტურში "კლერმონი" სტუმრად ეთამშება ამბიციამოძალებულ პარიზულ "მეტრო რასინგს", რომელმაც მესამე ტურში სტუმრად დაამარცხა დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" - 36:31.

მასპინძლებმა თამაში ძირითადად მეტოქის შეცდომების მაქსიმალურად გამოყენებაზე ააგეს და ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობის იმედად იყვნენ. "ვილკომ" ტულონელებს იმედი კი გაუმართლა (მის ანგარიშზე რვა საჯარიმო და ერთი გარდასხვაა - 26 ქულა), მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკამარისი არ აღმოჩნდა. პარიზელებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს და არც მგეზავ ჯონათან ვიშნევსკის კარში დარტყმები იყო უზუსტო (ორი გარდასხვა, სამი საჯარიმო და ერთი არეკნი- 16 ქულა), მას მხარი შეცვლაზე შესულმა არგენტინელმა ხუან მარტინ ერნანდესმაც აუბა, რომლის მიერ გატანლი თითო გარდასხვა და არეკნი (5 ქულა) გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მე-40 წუთიდან გამოჩნდა. "ტულონმა" სამიდან ორი მატჩი წააგო და ორივე საკუთარ მოედანზე. მომდევნო ტურში ტულონელები სტუმრად ეთამაშებიან პირველი დივიზიონის დებიუტანტ "ლა როშელს".

ტურის სენსაცია კატალონიაში დაფიქსირდა, სადაც მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" ქვეყნის ჩემპიონი "პერპინიანი" დაამარცხა - 16:6.

მონპელიელებმა პირველ ტაიმში დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშეს და მასპინძლებმა მხოლოდ 6:3 მოიგეს. მეორეში სტუმრებმა ირწმუნეს, რომ გამარჯვება შეეძლოთ და საამისოდ მგეზავ ფრანსუა ტრინ-დუკის ლელოც საკმარისი აღმოჩნდა.

ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძე თამაშში 43-ე წუთიდან ჩაერთო. შველიძე, ჩხაიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. მომდევნო ტურში "მონპელიეს" კიდევ ერთ გრანდთან, გათამაშების ლიდერ და ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ "ტულუზთან" შინ უწევს თამაში. ტულუზელებმა მე-3 ტურში აქამდე დაუმარცხებელ "სტად ფრანსეს" მოუგეს - 34:16.

ლიდერთა შორისაა შარშანდელი ჩემპიონატის პლეი ოფის მონაწილე აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრიც", რომელმაც შინ მოუგო ბასკურ "ბაიონს" -25:16. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. კასტრელები მე-4 ტურში სტუმრად სწორედ "ტულუზის" ძლეულ "სტად ფრანსეს" შეხვდებიან.

პირველი გამარჯვება მოიპოვა ბექა შეყლაშვილის "აჟენმა". ჩვენებურის გუნდმა შინ უძნელეს ბრძოლაში საკმაოდ ძლიერ ბასკურ "ბიარიცს" მოუგო - 28:23. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო. "აჟენის" მომდევნო მეტოქე აუტსაიდერი "ბურგუენი" იქნება, რომელმაც სამი თამაშიდან სამივე წააგო და ბოლო ადგილზეა.

საფრანგეთი. I დივიზიონი

III ტური

ტულონი-მეტრო რასინგი 31:36, პერპინიანი-მონპელიე 6:16, კლერმონი-ბრივი 33:9, კასტრი-ბაიონი 25:16, აჟენი-ბიარიცი 28:23, ლა როშელი-ბურგუენი 20:12, ტულუზი-სტად ფრანსე 34:16

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 10 ქულა, 2. კლერმონი - 10, 3. სტად ფრანსე - 9, 4. ბაიონი - 9, 5. მონპელიე - 9, 6. კასტრი - 9, 7. ლა როშელი - 8, 8. მეტრო რასინგი - 8, 9. ტულონი - 6, 10. ბიარიცი - 5, 11. ბრივი - 5, 12. პერპინიანი - 4, 13. აჟენი - 4, 14. ბურგუენი - 0

IV ტური

მონპელიე-ტულუზი, პერპინიანი-ბიარიცი, სტად ფრანსე-კასტრი, ბურგუენი-აჟენი, ბაიონი-ბრივი, ლა როშელი-ტულონი, მეტრო რასინგი-კლერმონი

დაიწყო ელიტური, მეორე დივიზიონის გათამაშებაც. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან გამარჯვება მხოლდო ერთმა, გურამ კავთიძის "ლიონმა" მოიპოვა. ლიონელებმა შინ "ექსს" მოუგეს - 22:9. კავთიძე თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "ნარბონთან" - 29:34. მაგრაქველიძე სათადარიგოთა შორის იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს. მირცხულავა განაცხადში არ იყო.

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" მოულოდნელად" შინ დამარცხდა "მონ დე მარსანთან" - 9:12. მენაბდიშვილს არ უთამაშია.

II დივიზიონი

I ტური

ბორდო-კოლომიე 15:20, ორიაკი-დაქსი 36:13, ოში-კარკასონი 25:26, ნარბონი-ტარბი 34:29, ალბი-სენტ ეტიენი 45:19, გრენობლი-მონ დე მარსანი 9:12, ლიონი-ექსი 22:9, პო-ოიონაქსი 20:19.

სატურნირო მდგომარეობა

1. ალბი - 5 ქულა, 2. ორიაკი - 4, 3. ლიონი - 4, 4. კოლომიე - 4, 5. ნარბონი - 4, 6. მონ დე მარსანი - 4, 7. კარკასონი - 4, 8. პო - 4, 9. ოში - 1, 10. ოიონაქსი - 1, 11. გრენობლი - 1, 12. ტარბი - 1, 13. ბორდო - 1, 14. ექსი - 0, 15. დაქსი - 0, 16. სენტ ეტიენი - 0.

II ტური

სენტ ეტიენი-ოიონაქსი, კოლომიე-მონ დე მარსანი, დაქსი-ალბი, ტარბი-გრენობლი, ბორდო-ორიაკი, ექსი-ნარბონი, პო-ოში, კარკასონი-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"