ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის უახლოეს გეგმებსა და ახალწვეულებზე ისაუბრა
გუშინ, ქუთაისის "ტორპედო" საღორიის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და ახალ წელს მშობლიურ ქალაქში პირველად ივარჯიშა. სხვა ფეხბურთელებთან ერთად, ვარჯიშზე იყვნენ ახალწვეულებიც.

ქუთაისური კლუბის უახლოეს გეგმებზე "ტორპედოს" თავკაცმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა. გთავაზობთ მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს:

"ახალი წლიდან სამდღიანი ციკლი თბილისში გვქონდა. სამედიცინო შემოწმებასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში გუნდი ვარჯიშობდა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მდგომარეობა ნორმალურია და ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

9-დან 18 იანვრის ჩათვლით მზადება ქუთაისში გაგრძელდება. 21 იანვრიდან კი შეკრების გასავლელად ანტალიაში გავემგზავრებით, სადაც მოვემზადებით და ძლიერ გუნდებთანაც ვითამაშებთ.

სანამ, ანტალიაში წავალთ ქუთაისში ყველანაირი ტიპის ვარჯიშებს გავმართავთ. რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ კონდიციების ამაღლებაზე, ამდენად ფიზიკური დატვირთვები საკმაოდ იქნება, თუმცა ბურთზე უარს არ ვამბობთ. ასევე გვექნება ტაქტიკური და ტექნიკური ტიპის ვარჯიშებიც. ამასთან ერთად, ვგეგმავთ 2 ამხანაგური მატჩის გამართვას 15-სა და 18 იანვარს, ჯერ-ჯერობით მეტოქეები გადაწყვეტილი არ არის.

გუნდის შესავსებად მუდამ ძიებაში ვართ, ყოველთვის უკეთესი ფეხბურთელი გვინდა, მაგრამ რასაც ვუყურებ ამ ეტაპზე, ახალი ფეხბურთელების მოყვანის მხრივ ცუდად არ გვიმუშავია.

შეიძლება, ბევრი გულშემატკივარი ელოდებოდა ხმაურიან ტრანსფერებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ჯერ ამ ფეხბურთელებით გავალთ ფონს. რაც შეეხება ახალწვეულებს, საკმაოდ კრეატიული ფეხბურთელები არიან, მოედანზე კარგად აზროვნებენ და ფეხბურთი იციან".

fctorpedo.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...