გორელები თბილისში "ამერსა" და "შატილზე" ივარჯიშებენ, 25 იანვრიდან კი ორი კვირით ანთალიაში გაემგზავრებიან
გუშინ გორის "დილამ" მზადება დაიწყო: თბილისში, "ამერის" სტადიონზე მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ 40-მდე ძველ-ახალი ფეხბურთელი შეკრიბა.

უკვე გაცნობეთ, რომ ახალი გუნდის ჩამოყალიბების მიზნით იანვრიდან ყველა ფეხბურთელი გათავისუფლდა - ვის დავტოვებთ და ვის შევიმატებთ, მალე შეიტყობთო, გვითხრეს მაშინ.

"დილას" პრესატაშე ზურაბ კარტოზიას თქმით, გუნდიდან გაუშვეს დავით ბაქრაძე, ოლეგ გველესიანი, დავით ჭითანავა, ომარ ცარიელაშვილი, თემურ შათირიშვილი, ვაჟა ნემსაძე, ლევან ჩაგელიშვილი, ნოდარ ნოზაძე, ირაკლი ბერაია, გია თოდუა. დავით რაჟამაშვილი კარიერას "ზესტაფონში" გააგრძელებს, ნოდარ მაჭავარიანი კი "დინამოს" ეკუთვნოდა და თავის ამბავს თბილისელებთან გაარკვევს.

ძველი შემადგენლობიდან ჯერჯერობით რჩებიან მეკარეები, მირზა მერლანი, ბექა შეყრილაძე, ბესიკ კეჩხუაშვილი; მცველები, გივი ქარქუზაშვილი, ილია ლომიძე; ნახევარმცველები, რომან ახალკაცი, რომან გოგინაშვილი, ნიკა სადაღაშვილი, გიორგი ახვლედიანი, ლადო ჯოჯუა, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები; თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი.

ახალწვეული კი იმდენია, შეიძლება ითქვას, რომ მახარაძემ ლამის ახალი გუნდი მიიწვია: ლექსო ინწკირველი, დავით მეგრელიშვილი, ლევან მდივნიშვილი (სამივე - ფოთის "კოლხეთი"), ბესიკ დეკანოიძე, ზვიად მეტრეველი, რეზო ჯიქია (სამივე - ცხინვალის "სპარტაკი"), დავით მაისაშვილი ("ვიტ ჯორჯია"), თომა ტაბატაძე ("დაუგავა"), გიორგი ჭაავა (უგუნდო), ირაკლი ეხვაია (ზუგდიდის "ბაია"), თორნიკე შალიკაშვილი (მარტვილის "მერანი") და გიგა ბეჭვაია.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლადო ბურდული, რომელიც ბოლოს ბაქოს "ნეფთჩიში" თამაშობდა.

ვარჯიშზე ჯერ არ ჩანდნენ დინამოელები შოთა კაშია და ირაკლი ლექვთაძე, რომლებთანაც"დილას" ხელმძღვანელობა ხელშეკრულების გაფორმებას იმედოვნებენ. შესაძლოა, გასინჯონ რიგის "სკონტოს" მცველი ივანე კანდელაკი.

მადა ჭამაშიო და, მახარაძე ლეგიონერების დამატებასაც არ გამორიცხავს - მალე გორელები სამ სერბ ფეხბურთელს ელიან.

ჯერ უცნობია, ამ მოთამაშეებიდან "დილას" მთავარი მწვრთნელი საგაზაფხულო ეტაპისთვის ვის დაიტოვებს. გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ გორში გააგრძელებს კარიერას "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი კაპიტანი, ფეხბურთის ფედერაციის მიერ ამნისტირებული გიგა ბეჭვაია.

გაურკვეველია ცხინვალის "სპარტაკიდან" გაშვებული თავდამსხმელების, რევაზ ჯიქიასა და ზვიად მეტრეველის, აგრეთვე ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელ ირაკლი ეხვაიას საკითხიც. ამ უკანასკნელს ფოთის "კოლხეთსა" და მარტვილის "მერანში" გადასვლას კონკრეტული პირობებით სთავაზობენ, გორში კი ჯერაც გასინჯვაზეა.

გორელები თბილისში "ამერსა" და "შატილზე" ივარჯიშებენ, 25 იანვრიდან კი ორი კვირით ანთალიაში გაემგზავრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"