WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, 40 წლის უკრაინელი ვიტალი კლიჩკო ბრიტანელ პრეტენდენტს დერეკ ჩისორას შეხვდება
ლონდონში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც სუპერმძიმე წონით კატეგორიაში საჩემპიონო ბრძოლას მიეძღვნა. ამ შეხვედრაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, 40 წლის უკრაინელი ვიტალი კლიჩკო ბრიტანელ პრეტენდენტს დერეკ ჩისორას შეხვდება.

ჩისორამ კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ორჯერ ჩაიშალა მისი ბრძოლა უმცროს კლიჩკოსთან - ვლადიმერთან. ორივეჯერ მოკრივეები რინგზე უკრაინელის ავადმყოფობის გამო ვერ გავიდნენ.

ბრიტანელის ჩივილს ვიტალიმ პრესკონფერენციაზე უპასუხა. მისი თქმით, ჩისორას გაუმართლა, რომ უფრო ბებერ და სუსტ კლიჩკოსთან უწევს შეხვედრა, რადგან ვლადიმერი მას რინგზევე მოკლავდა. თუმცა ვიტალიც არ აპირებს მეტოქის დანდობას და მეექვსე რაუნდში ვარაუდობს ჩისორას ნოკაუტში გაგზავნას.

ბრიტანელს არ მოეწონა უკრაინელის მკაცრი ტონი და განაცხადა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და წესით, არ გაუჭირდება მეტოქის დამარცხება. დერეკმა მერვე რაუნდში დაგეგმა უფროსი კლიჩკოს ნოკაუტი.

მანვე უსაყვედურა ჩემპიონს იმის გამო, რომ კლიჩკოებს ბრძოლის მოსაწყენი სტილი აქვთ და ამით მათ გაანადგურეს სპორტის ეს სახეობა. "ახალი მეფის დრო დადგა და ის მე ვიქნები", - განაცხადა ჩისორამ.

ვიტალიმ აღნიშნა, რომ ბრიტანელთან ბრძოლა რთული იქნება: "ჩისორასთან ბრძოლაში მთელი ჩემი საკრივო ოსტატობის გამოვლენა დამჭირდება. მე აგრეთვე ასაკთან ბრძოლაც მომიწევს - რაც არ უნდა იყოს, უკვე 40 წლის ვარ. თუმცა ეს დიდ გამოცდილებასაც ნიშნავს".

ბრიტანელმა ძალიან გაახალისა პუბლიკა, როცა სასტუმრო Landmark-თან რარიტეტული მანქანით გამოცხადდა, რომელიც ბრიტანულ კომედიაში ("სულელებს უმართლებს") გამოიყენეს. უკრაინელმა სათანადოდ შეაფასა ინგლისური იუმორი და დაპირდა დერეკს, რომ ბრძოლის შემდეგ მას უფრო თანამედროვე ავტომობილს უყიდის. შეგახსენებთ, რომ წინა პრესკონფერენციაზე მიუნხენში დერეკმა ერთი დღით დააგვიანა, რადგან აეროპორტში მიმავალს მანქანა გაუფუჭდა.

შეგახსენებთ, რომ ეს ბრძოლა 18 თებერვალს მიუნხენში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად