"ლაციოს" 28 წლის ალბანელმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი ორთაბრძოლისას კუნთი დაიზიანა და საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო
"სიენასთან" მატჩი "ლაციოსთვის" ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა - გარდა იმისა, რომ ფავორიტად შერაცხული "ბიანკოჩელესტე" უშანსოდ განადგურდა, გუნდმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე ლორიკ ცანა დაკარგა.

28 წლის ალბანელმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი ორთაბრძოლისას კუნთი დაიზიანა და საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. დიაგნოზის თანახმად, ცანას მინიმუმ 40 დღე მოუწევს მკურნალობა, საფეხბურთო მოედანს კი კარგ შემთხვევაში ორი თვის თავზე დაუბრუნდება.

მოკლედ, ალბანელი სერია A-ს მინიმუმ 9-10 შეხვედრას გამოტოვებს და ვერც ევროპის ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ შეძლებს თამაშს. ამ ამბავმა "ლაციოს" მთავარ მწვრთნელ ედი რეიას ისედაც წამხდარი ხასიათი კიდევ უფრო გაუფუჭა:

"2012 წელი არც თუ კარგად დაიწყო, "სიენასთან" მარცხს ლორიკ ცანას მძიმე ტრავმა დაემატა, თუმცა წარსულში ვეღარ დავბრუნდებით და არსებულ რეალობას უნდა შევურიგდეთ. ეს ყველაფერი ხასიათს მიფუჭებს, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ და მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ.

ვიაქტიურებთ თუ არა სატრანსფერო ბაზარზე? - კლუბის მესვეურებისთვის ნათქვამი მაქვს სასურველი ფეხბურთელების გვარები და დანარჩენი უკვე ჩემზე აღარ არის დამოკიდებული. ვნახოთ, თვის ბოლომდე შეიძლება ბევრი რამე მოხდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად