ანდრეა ბარცალის აზრით, "იუვენტუსის" წარმატების მთავარი საიდუმლო დაცვის კარგ თამაშშია
ანდრეა ბარცალის აზრით, "იუვენტუსის" წარმატების მთავარი საიდუმლო დაცვის კარგ თამაშშია. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 17 ტურია გასული, ტურინულ გრანდს კი მხოლოდ 11 გოლი აქვს გაშვებული.

ამ მაჩვენებლით "ბიანკონერი" მეორე ადგილზეა და მხოლოდ "უდინეზეს" ჩამორჩება, რომლის კარიც ათჯერ დაილაშქრა. ცნობისთვის, ჩემპიონატის კიდევ ერთ ლიდერ "მილანს", 16-ჯერ გამოაღებინეს ბურთი კარიდან. დავუბრუნდეთ ბარცალის, რომელმაც "კორიერე დელო სპორტთან" საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მიმდინარე სეზონში ყველაფერი იმაზე უკეთესად მიდის, ვიდრე გვეგონა - გამომდინარე აქედან, ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, ტურინში დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე. რაშია "იუვენტუსის" წარმატების საიდუმლო? - ჩემი პირადი აზრით, ჩვენი მთავარი იარაღი ორგანიზებული თავდაცვაა, რის ხარჯზეც ძალიან ცოტა გოლს ვუშვებთ.

არ იფიქროთ, რომ ამით მხოლოდ მცველებს, მათ შორის საკუთარ თავს ვაქებდე - პირიქით, მინდა სხვა ამპლუის ფეხბურთელები გამოვარჩიო, რომლებიც აქტიურად გვეხმარებიან და დიდ სამუშაოს ასრულებენ დაცვით ფაზაში. "იუვენტუსი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია და ეს ყველაფერში აისახება".

ამასობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში პაოლო დე ჩელიემ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს და "რომაში" გადაბარგდეს. პაოლოს ტურინულ ხელშეკრულებას 2013 წლის ზაფხულში გასდის ვადა და ფეხბურთელის თქმით, თუ მას ამ ზამთარს არ გაყიდიან, დიდი შანსია შემდეგ გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

საქმე იმაშია, რომ დე ჩელიე საკმაო ხანია ვეღარ ხვდება "იუვეს" ძირითად შემადგენლობაში და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 25 წლის განაპირა მცველი მხოლოდ ექვსჯერ გამოჩნდა მოედანზე და ისიც იმ შემთხვევებში, როდესაც "იუვეს" ლაზარეთი სწორედ უკანახაზელებით გახლდათ სავსე. მოკლედ, დე ჩელიეს ტურინიდან აბარგება სურს და სწორედ რომისკენ უჭირავს თვალი, სადაც მას ლუის ენრიკე ეპატიჟება. "კორიერე დელო სპორტის" ცნობით, უახლოეს დღეებში მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება და სავარაუდოდ, შეთანხმებითაც დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე