ჰომარე სავამ ქალთა ფეხბურთში ბრაზილიელი მარტას 5-წლიანი ბატონობა დაასრულა
ორშაბათს კიდევ ერთი ტრიუმფატორი ჰყავდა - ქალ ფეხბურთელთა შორის 2011 წლის საუკეთესოდ იაპონელი ნახევარმცველი ჰომარე სავა დაასახელეს.

მან დაასრულა ბრაზილიელი მარტას 5-წლიანი ბატონობა ქალთა ფეხბურთში.

- დღეს თქვენმა კიმონომ მაყურებელთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. რატომ გადაწყვიტეთ ცერემონიალზე ეროვნული ტანისამოსით მოსვლა?

- კიმონო იაპონური კულტურის ნაწილია, აგრეთვე ძალიან მომხიბვლელია და ასეთ საღამოებს უხდება. მე დღეს აქ ჩემ ქვეყანას წარვადგენ და ამით ვამაყობ კიდევაც.

- როცა თქვენი სახელი გამოაცხადეს, რა იგრძენით?

- ძალიან ბედნიერი საღამო მქონდა. ფეხები ამიკანკალდა და ავნერვიულდი, ამავე დროს ძალიან სასიამოვნო გრძნობა იყო. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ მე მოვიგე.

- ვის უძღვნით პრიზს?

- ეს პრიზი მხოლოდ ჩემი არაა. ამ დონეზე ვთამაშობ იმიტომ, რომ ირგვლივ დიდებული ხალხი მახვევია, ჩემი თანაგუნდელები, მწვრთნელი და ოჯახი. პრიზი ყველა მათგანსაც ეკუთვნის.

- თქვენ ლონდონის ოლიმპიადაზე უნდა ითამაშოთ, აპირებთ გერმანიაში, მუნდიალზე მიღწეული წარმატების გამეორებას?

- ინდივიდუალურ პრიზებს არასოდეს ვგეგმავ. მირჩევნია, ლონდონში იაპონიამ მოიგოს და მე არ შემხვდეს ინდივიდუალური პრიზი, ვიდრე, მე გამომარჩიონ და ჩემმა ქვეყანამ ვერაფერს მიაღწიოს ოლიმპიადაზე. რა თქმა უნდა, ორივე ერთად ფანტასტიკური იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად