"ზესტაფონი" ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას შეუდგა

2012 წლის 10 იანვარს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას შეუდგა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში კლუბის ბაზაზე გაიმართა.

საახალწლო არდადეგების შემდეგ გუნდი გუშინწინ თბილისში შეიკრიბა - 8 და 9 იანვარს სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ "სიტი-სპორტში" ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

შარშანდელის მსგავსად, "ზესტაფონი გუნდს" ზამთრისათვის უჩვეულოდ კარგი ამინდით შეეგება და ეს ადამიანების განწყობაზეც დადებითად აისახა.

ვარჯიში, რომელსაც ავადმყოფობის გამო შოთა გრიგალაშვილი გამოაკლდა, ძალიან ხალისიან და მხიარულ ატმოსფეროში წარიმართა. დღევანდელი დღე ძირითადად ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო - დაახლოებით ნახევარსაათიანი "კროსის" შემდეგ, ფეხბურთელები ივან ვუჩეტიჩმა "დაისაკუთრა" - ყურადღება მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშებზე იქნა გამახვილებული.

პირველად თავის ახალი გუნდის შემადგენლობაში ივარჯიშა ზემოიმერული კლუბის ერთბაშად ექვსმა ახალწვეულმა - დავით რაჟამაშვილმა, ლუკა გუგუჩიამ, გურამ სამუშიამ, აბაიომი ოვონიკოკომ, ლევან შარიქაძემ და დავით მუჯირმა. ძალიან სასიხარულო გახლავთ ისიც, რომ მძიმე ტრავმებით გამოწვეული იძულებითი პაუზებისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, დღეს საერთო ჯგუფში პირველად ივარჯიშეს ზურაბ მენთეშაშვილმა, გიორგი ხიდეშელმა და რატი წინამძღვრიშვილმა.

2012 წელს გამართულმა ქვეყნის ჩემპიონთა პირველმა ვარჯიშმა მედიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია - დღეს ზესტაფონს ცენტრალური და რეგიონალური ტელეკომპანიების წარმომადგენელი 4 გადამღები ჯგუფი ესტუმრა.

ხვალიდან გია ჭიაბრიშვილს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს.

fczestafoni.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე