"ატლეტიკოში" იჯარით გაშვებულ ლონდონელთა 19 წლის ბელგიელ გოლკიპერს მადრიდში დარჩენა სურს
ჰლები აუგსბურგში ვარჯიშობს

"ბარსელონას" ნახევარმცველი ალიაქსანდრ ჰლები, რომელიც კატალონიურ გრანდს არაფერში სჭირდება, "აუგსბურგში" ვარჯიშობს. ვარჯიშით კი ვარჯიშობს, მაგრამ დიდი ალბათობით, ჰლები ამ კლუბში ვერ მოხვდება: "დიდი მადლიერი ვარ "აუგსბურგის", რადგან ვარჯიშის საშუალება მომეცა. ჩემი მთავარი ამოცანა ფორმაში ყოფნაა", - განუცხადა ბელარუსმა მედიას.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჰლები "ბარსას" "ვოლფსბურგში" ჰყავდა განათხოვრებული, თუმცა იჯარა დასრულდა და ახლა ბელარუსი ისევ ბარსელონელია, სადაც მას პირველ გუნდში მოხვედრის შანსი საერთოდ არ აქვს, რადგან ხოსეპ გვარდიოლას გუნდის სტრუქტურაში ვერ ჯდება.

სტადიონზე მხოლოდ ბავშვები არიან

გეხსომებათ სკანდალური სათასო მატჩი "აიაქსსა" და "ალკმაარს" შორის, რომელშიც მოედანზე შემოვარდნილ ხულიგანს "ალკმაარის" მეკარე ესტებან ალვარადო თავადვე გაუმკლავდა, მაგრამ წითელი ბარათი მიიღო. სტუმრებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს, მატჩი ჩაიშალა.

ეს ყველაფერი 21 დეკემბერს მოხდა. შემდეგ ამ ინციდენტზე იმსჯელეს, მეკარეს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, მატჩი კი 19 იანვარს დანიშნეს. ახლა კი გადაწყდა, რომ შეხვედრაზე ბავშვების გარდა სხვა მაყურებელი არ დაიშვება. ბავშვები კი მატჩს უფასოდ ნახავენ.

ბრაზილია-არგენტინა ჯერსიში

9 ივნისს საფეხბურთო გურმანებს რომ მოეწონებათ ისეთი მატჩი დაიგეგმა - ბრაზილია არგენტინის წინააღმდეგ. ეს ამხანაგური შეხვედრა აშშ-ში, კერძოდ კი ნიუ ჯერსიში, "მიდოულენდსის" სტადიონზე გაიმართება.

ვინაიდან, ეს თარიღი ფიფას დღეებს ემთხვევა, ამერიკელ გულშამატკივრებს აქვთ შანსი, ორივე ნაკრები უძლიერესი შემადგენლობებით იხილონ. ამბობენ, რომ ამერიკულ მხარესთან არგენტინელებმა წინასწარ ითავეს ლეო მესის თამაში, თუ ეს უკანასკნელი ტრავმირებული არ იქნება.

250 ათასი ევრო მსაჯის ცემისთვის

33 წლის დანიელი რონი ნოერვიგი ვალდებულია დანიის ფეხბურთის ფედერაციის სასარგებლოდ 250 ათასი ევრო გადაიხადოს. რა დააშავა ნოერვიგმა? 2007 წლის 2 ივნისს ის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვედეთის წინააღმდეგ მოედანზე გადახტა და მსაჯს გვარიანად უთავაზა.

სხვათა შორის, რონი ცნობილი ამრევია დანიურ სტადიონებზე, მას შესაფერისი სახელიც მოუგონეს მედიაში - "საფეხბურთო იდიოტი". მაშინ უეფამ შვედეთს 3:0 გამარჯვება ჩაუთვალა. ნოერვიგი საგონებელშია: "სასამართლომ მეტისმეტად მკაცრი განაჩენი გამომიტანა. შემეძლო ყოველთვიურად რაღაც თანხა მეხადა, მაგრამ 250 ათასი ევრო იმაზე მეტია, რისი გადახდაც შემიძლია".

მე პარიზელი ვარ და...

ფრანგული "სოშოს" 23 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი მარვინ მარტენი "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან ახლოსაა. მარტენი გასულ სეზონში ლიგა 1-ის საუკეთესო გამთამაშებელი იყო. მისი შეძენა ფრანგულ, ესპანურ და ინგლისურ კლუბებს სურდათ, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების წევრი "სოშოში" დარჩა. თუმცა ახლა ის ახლოსაა პსჟ-სთან, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობს.

"პარი სენ ჟერმენი ის კლუბია, სადაც თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. მე პარიზში დავიბადე, ნამდვილი პარიზელი ვარ და პატარაობიდან პსჟ-ში თამაშზე ვოცნებობ", - განაცხადა მარტენმა. "სოშოს" პრეზიდენტი ალექსანდრ ლაკომბი კი ირწმუნება, რომ მარტენს ზამთრის სატრანსფერო სეზონში არ გაყიდიან.

აქვე ვიტყვით, რომ "პარი სენ ჟერმენი" მალე შესაძლოა "ბარსელონას" ბრაზილიელი მარცხენა მცველით, მაქსველით გაძლიერდეს. როგორც ჩანს, პარიზში მართლაც სუპერგუნდს აშენებენ.

არ მინდა ჩელსი!

19 წლის ბელგიელი გოლკიპერი ტიბო კურტუა ლონდონის "ჩელსის" წევრია, თუმცა მადრიდის "ატლეტიკოში" იჯარით თამაშობს. ტიბოს პეტრ ჩეხის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნევენ, თუმცა ამ ეტაპზე ბელგიელს მადრიდში დარჩენა სურს.

"სეზონის ბოლომდე აქ უნდა ვიყო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთი სეზონი მინდა "ატლეტიკოში" დავრჩე. მეიმედება, რომ გაისად ჩვენ ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ. მადრიდი ძალიან მომწონს, კლუბი მშვენიერია, მოკლედ, ისევ აქ მინდა", - განაცხადა კურტუამ.

ბელგიელი "ატლეტიკოს" პირველი მეკარეა, სერხიო ასენხო, რომელმაც ტრავმის შემდეგ ძველი ფორმა ვერ დაიბრუნა, მას კონკურენციას ვერ უწევს.

სორიანოს ჰორიზონტზე ბენფიკა გამოჩნდა

"ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა, 26 წლის თავდამსხმელი ჯონათან სორიანო მალე შეიძლება ლისაბონის "ბენფიკაში" აღმოჩნდეს, სადაც მისი ყოფილი მეწყვილე ნოლიტო წარმატებით თამაშობს. სორიანო "ბარსაში" "ესპანიოლიდან" 2009 წელს გადავიდა, მაგრამ პირველ გუნდში ჯერ არ უთამაშია. შარშან სორიანო სეგუნდა დივიზიონის ბომბარდირი გახდა.

"შეტევაში კარდოსოსთან კარგ წყვილს შევქმნი. ძალიან მომწონს მისი თამაშის სტილი. "ბენფიკას" თავისი სტილი აქვს და ვფიქრობ მას კარგად მოვერგები", - განაცხადა სორიანომ.

ვილიარეალის გასაჭირი

"ვილიარეალმა" 2 კვირით ნახევარმცველი ხავიერ კამუნიასი დაკარგა, რომელმაც კუნთი დაიზიანა. კლუბის ექიმებმა ორშაბათს კამუნიასს სკანირება ჩაუტარეს, სწორედ მაშინ გამოჩნდა კუნთის სერიოზული დაზიანება, თუმცა ფეხბურთელს ოპერაცია არ დასჭირდება, მან უბრალოდ უნდა დაისვენოს. შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალის" ლაზარეთში ამჟამად ორი მცველია, მატეო მუსაჩიო და კარლოს მარჩენა.

უეფამ პაოკი დასაჯა

გუშინ უეფამ ბერძნულ პაოკ-ს საკლუბო ლიცენზირების წესების უხეში დარღვევისთვის ვერდიქტი გამოუტანა - ბეძნებმა 250 ათასი ევრო უნდა გადაიხადონ და სამი წლის განმავლობაში ევროთასებს (თუკი იქ მოხვდებიან) უნდა დაემშვიდობონ.

ამასთან, პაოკ-მა 2012 წლის ივნისის ბოლომდე უნდა მოაწესრიგოს ლიცენზირების სისტემა. პაოკ-მა სამი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს ჯარიმა. ბერძნებს უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს