საქართველოს სპორტულ ღირსებას სამთო მოთხილამურეები - სუსანა გავა და ნიკოლოზ კოზანაშვილი დაიცავენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჟაკ როგის წინადადებით, სოკ-მა 2007 წელს მიიღო გადაწყვეტილება ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესახებ.

ზაფხულის თამაშებს 2010 წელს სინგაპურმა უმასპინძლა. ზამთრისა კი წლეულს 13-22 იანვარს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში გაიმართება, ტიროლის რეგიონის დედაქალაქში, სადაც 1964 და 1976 წლებში ზამთრის ოლიმპიადები ჩატარდა.

ოლიმპიური სოფელი, რომელშიც 70 ქვეყნის 1700-მდე სპორტსმენი იცხოვრებს, ოფიციალურად 8 იანვარს გაიხსნა. 14-18 წლის გოგო-ბიჭები მედლებისთვის სპორტის 15 სახეობაში (სამთო-სათხილამურო სპორტი, ფიგურული ციგურაობა, ციგურებით რბენა, ტრამპლინიდან ხტომა, თხილამურებით რბენა, ბიათლონი, ბობსლეი, საციგაო სპორტი, სკელეტონი, ქერლინგი, ყინულის ჰოკეი, შორტ-ტრეკი, ფრისტაილი, სნოუბორდი, სათხილამურო ორჭიდი) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

საქართველოს სპორტულ ღირსებას სამთო მოთხილამურეები - სუსანა გავა და ნიკოლოზ კოზანაშვილი დაიცავენ მწვრთნელ ვახტანგ თედიაშვილის თავკაცობით. დელეგაციის ხელმძღვანელია სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ გეგელია, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიისა - გიორგი ესაკია. ქართველები ინსბრუკში დღეს გაემგზავრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო