საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა მეკარემ თბილისის "დინამოსთან" ხელშეკრულება 1+2 სისტემით გააფორმა
ახლახანს გაცნობეთ, რომ "გაგრას" მეკარე, ეროვნული ნაკრების კანდიდატი კოკა სეფიაშვილი თბილისის "დინამოს" შეუთანხმდა, ტრანსფერის წინააღმდეგი არც "გაგრას" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე იყო, ოღონდ, შესათანხმებელი რჩებოდა საკომპენსაციო თანხა.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, ალექს გარსიამ ილაპარაკა ესპანელ ახალწვეულზე, გოგიტა გოგუას ფაქტობრივად შეთანხმებულ ტრანსფერზე, გიორგი მერებაშვილსა და ირაკლი ძარიაზე, მაგრამ სეფიაშვილზე სიტყვაც არ უთქვამს.

როგორც ჩანს, გამორჩა: შევიტყვეთ, რომ სეფიაშვილმა "დინამოსთან" კონტრაქტს გუშინ მოაწერა ხელი. ხელშეკრულება სამწლიანია და 1+2 სისტემით გაფორმდა, ამის შემდეგ ნახევარ საათში კი 25 წლის მეკარემ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

სეფიაშვილს "დინამომდე" უთამაშია თბილისის "მერანში", თბილისის "სპარტაკში", ბოლნისის "სიონში", ცხინვალის "სპარტაკსა" და "გაგრაში". გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" ქართველ მეკარეს 225 ათას ევროდ აფასებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"