კოპა დელ რეი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები: ხედირას კოჭი, არბელოას გაწითლებული ასიანი და 4 გოლი 7 წუთში

ვისაც გჯერათ, რომ ამაღამ ნავარაში "ოსასუნა" დიდ სასწაულს მოახდენს და "ბარსელონას" "სამეფო თასიდან" დაიფრენს (პირველი მატჩი "ბარსამ" 4:0 მოიგო), ხელს არ შეგიშლით, დანარჩენებს კი ვეტყვით, რომ იანვარში ერთბაშად ორი "ელ კლასიკო" გველის! ეს თამაშები თასის მეოთხედფინალისა იქნება, გასული გათამაშების ფინალისტები ახლა ამ ეტაპზე დაეჯახებიან ერთმანეთს. ეს მატჩები 17-19 იანვარს (მადრიდში) და 24-26 იანვარს (ბარსელონაში) გაიმართება. ზუსტი თარიღები კი მალე დადგინდება.

სამშაბათს, გვიან საღამოს "სამეფო კლუბმა" სტუმრადაც სძლია ყოფილი თავკაცის, მანუელ პელეგრინის "მალაგა" (1:0) და შემდეგ ეტაპზე გავიდა, მის მომავალ მეტოქეს კი პამპლონაში დღეს აუცილებელი ფორმალობა აქვს მოსახდელი.

"რეალი" ალბათ ვერ მოიგებდა თამაშს, რომ არა ანდალუსიელთა მეკარე ვილფრედ კაბალიეროს ენითაუწერელი შეცდომა, რომელსაც ქარიმ ბენზემას გოლი მოჰყვა. პირველი თამაში "რეალს" 3:2 ჰქონდა მოგებული, "მალაგას" 2 გოლით მოგება ესაჭიროებოდა, როცა მეორე ტაიმის შუაში "რეალმა" კონტრშეტევა წამოიწყო, იოზილმა ბენზემა მოძებნა, რომელსაც ბურთის მოჭრა მოუნდა, მაგრამ, მისდა ბედად, არ გამოუვიდა, კაბალიერომ ბურთი ფეხებს შორის გაუშვა.

არადა, მანამდე "მალაგას" გოლკიპერი საოცრად თამაშობდა, მაგრამ ამ შეცდომით ყველაფერი წყალს გაატანა - მასპინძლები სამი გოლის გამტანები არ იყვნენ. მართალია, გოლში ფრანგ ფორვარდს დიდი წვლილი არ მიუძღვის, მან უბრალოდ უხეიროდ დაარტყა, მაგრამ ფაქტია ბენზემა დიდებულ ფორმაშია - სეზონის 26 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

ამ მატჩში კიდევ ორი ეპიზოდის გამორჩევა შეიძლება - 41-ე წუთზე გერმანელმა სამი ხედირამ უხიფათო სიტუაციაში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მან კოჭი დაიზიანა. მეორე ეპიზოდი მატჩის ბოლოსკენ მოხდა - ალვარო არბელოამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, თუმცა ამან საბოლოო შედეგზე ვეღარ იმოქმედა. არადა, მცველისთვის ეს თამაში საიუბილეო, მეასე იყო "ლოს მერენგესის" ფორმით.

ჩაბი ალონსომ მატჩის შემდეგ თქვა, რომ "რეალი" მზადაა "ბარსელონასთან" საომრად და ტიტულის დასაცავად. ვნახოთ...

ჟოზე მოურინიო (რეალი): "ჩვენ ძალიან კარგად ვიცავდით თავს, რის გამოც ოპონენტს იშვიათად თუ ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი. დღეს ჩვენ საქმეს ძალიან სერიოზულად და პრაგმატულად მივუდექით. ეს არ იყო "რეალის" საუკეთესო მატჩი სეზონში, მაგრამ მიზანი მიღწეულია - შემდეგ ეტაპზე ვართ. ჩემი გეგმა სხვანაირი იყო, მინდოდა ბიჭებს პირველ ტაიმშივე გაეტანათ, "მალაგა" ამის მერე გარისკავდა და მეც ეს მინდოდა. ასე არ მოხდა, რადგან სისწრაფეში მოვიკოჭლებდით".

ამ დაპირისპირების გარდა კიდევ ორ წყვილში გაირკვა მეოთხედფინალისტთა ვინაობა, ერთში მატჩი განვითარდა საოცრად, მეორეში კი მეოთხედფინალისტია მოულოდნელი.

"მალიორკამ" პირველი მატჩი ბასკურ მიწაზე 0:2 დათმო და შინ ურუგვაელი დიეგო იფრანის გოლის "წყალობით" 0:1-ს აგებდა და თითქოს გადაულოცა საგზური "რეალ სოსიედადს", მაგრამ აქ დაიწყო, რაც დაიწყო - შესვენებაზე ანგარიში 4:1 იყო (7 წუთში 4 გოლი) "მალიორკას" სასარგებლოდ, რასაც მეორეში კიდევ ორი გოლი მიემატა. აღვნიშნავთ ურუგვაელი "ჩორი" კასტროს და ებრაელი ტომერ ჰემედის დუბლებს, კაპიტან ნუნიეშის სრულფასოვან დაბრუნებას გოლით, ერთი გოლიც ალეხანდრო ალფაროს ანგარიშზეა - 6:1 - განადგურებაც ამას ჰქვია!

ერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, სარეზერვო გოლკიპერი ენიაუტ ზუბიკარაი ალბათ საკმაო ხანს ვერ მიიღებს თავის გამოჩენის შანსს, ხოლო მწვრთნელ ფილიპ მონტანიეს სკამი გარძნობლად შეირყა.

სეგუნდა "ბ" დივიზიონის მე-2 ჯგუფში მოთამაშე ლეონური კლუბი "მირანდესი" სამეფო თასის მეოთხედფინალშია! მართალია, იქ "მირანდესი" უპირობო ლიდერია და სეგუნდაში აღზევების რეალური კანდიდატია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. "მირანდესმა" პირველი მატჩი 2:0 მოუგო "რასინგს", საპასუხოში კი გაძლო და 1:1 ითამაშა.

სხვათა შორის, პაბლო ინფანტე, "მირანდესის" ვარსკვლავი, რომელმაც "ელ სარდინიეროზეც" გაიტანა, თასის წლევანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირია 5 გოლით. "მირანდესი" 2005 წლის შემდეგ პირველი გუნდია სეგუნდა ბ-დან, რომელმაც თასზე მეოთხედფინალში გააღწია. მაშინ ეს "გრამენეტმა" შეძლო, ყველასთვის უცნობი კლუბი სხვებთან ერთად "ბარსელონასაც" გასცდა.

მალიორკა-რეალ სოსიედადი 6:1 (0:2)

მალიორკა (4-4-2): კალატაიუდი - ზუიველროონი (46. კომპანი), ნუნიეში, კრესპი, ბიგასი - ალფარო, პინა, მარტი, გ. კასტრო (85. ტეხერა) - ოგუნჯიმი (62. ნსუე), ჰემედი.

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - ესტრადა, დემიდოვი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ელუსტონდო, მარიგა (60. გრიზმანი) - ჩაბი პრიეტო (46. არანბურუ), ზურუტუზა (67. აგირეჩე), ველა - იფრანი.

გოლები: 0:1 იფრანი (16), 1:1 გ. კასტრო (34), 2:1 ჰემედი (35), 3:1 ნუნიეში (37), 4:1 გ. კასტრო (40), 5:1 ალფარო (53), 6:1 ჰემედი (59)

რასინგი-მირანდესი 1:1 (0:2)

რასინგი (4-2-3-1): მ. ფერნანდესი - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო სუნიგა, სისმა - ციოლისი, კოლსა (75. ნაუელპანი) - კენედი, მუნიტისი (59. კრისტიანი), არანა (46. სამპერიო) - სტუანი.

მირანდესი (4-2-3-1): ნაუსეტი - გარმენდია, კანედა, კორალი, რ. გარსია - მარტინსი, გარო (69. ირიბასი) - ასიერი (54. მუხიკა), მუნეტა, ინფანტე - აროიო (77. ლამბარი).

გოლები: 1:0 მუნიტისი (35), 1:1 ინფანტე (72-პენ)

გაძევება: ბერნარდო სუნიგა (55)

მალაგა-რეალი 0:1 (2:3)

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, მატეისენი, მონრეალი - ტულალანი, კასორლა - სება ფერნანდესი (66. რონდონი), ისკო (74. ბუონანოტე), ელიზეუ (74. მარესკა) - ვან ნისტელროი.

რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაო - დიარა, ჩაბი ალონსო, ხედირა (43. იოზილი) - კაკა (46. მარსელო), იგუაინი (68. ბენზემა), რონალდო.

გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 0:1 ბენზემა (71)

გაძევება: არბელოა (87)

დღეს

ბილბაო-ალბასეტე 23:00 (0:0)

ოსასუნა-ბარსელონა 01:00 (0:4)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"