ლეო მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე საკმაოდ კარგად თამაშობს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ბრწყინავს. ფაქტია, მისგან უფრო მეტს ველით. გულშემატკივრები ლეოსგან პირველ რიგში გოლებს ელოდებოდნენ...

ლეო მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე საკმაოდ კარგად თამაშობს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ბრწყინავს. ფაქტია, მისგან უფრო მეტს ველით. გულშემატკივრები ლეოსგან პირველ რიგში გოლებს ელოდებოდნენ. "ალბისელესტემ" მერვედფინალიც გაიარა და ლეოს ანგარიშზე ჯერ ერთი გოლიც კი არ არის. სამაგიეროდ, მესი გერმანიის ნაკრებს ემუქრება და ამბობს, მეოთხედფინალში დუბლს შევასრულებო.

"აი, ნახავთ, გერმანიის ნაკრებს ორ გოლს გავუტან," - განუცხადა მესიმ არგენტინულ სპორტულ გაზეთ "ოლეს". საქმე იმაშია, რომ ლეო მერვედფინალური მატჩის წინ, რომელშიც არგენტინამ მექსიკა 3:1 დაამარცხა, თურმე დიეგო მარადონას დაენიძლავა. დიეგოს უთქვამს, ზუსტად ვიცი, გოლს ვერც მექსიკასთან გაიტანო და მესის მისთვის ნიძლავი შეუთავაზებია, რომელზეც დიეგო მაშინვე დათანხმებულა. ლეომ თავის მწვრთნელთან ნიძლავი წააგო და "ოლესთან" ინტერვიუში აღიარა, რომ მექსიკასთან მატჩის შემდეგ მარადონას მეორე ნიძლავი შესთავაზა, ოღონდ პირობა გააორმაგა: გერმანიას ერთს კი არა, ორ გოლს გავუტანო.

"მექსიკასთან ისევ არ გამიმართლა, - ამბობს მესი, - მეკარემ შესანიშნავი დარტყმა ამიღო. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ გერმანიას მაინც გავუტან და თანაც, ორ გოლს".

მოკლედ, მესი გერმანიასთან ორმაგად მონდომებული იქნება. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდებიან მას ბუნდესგუნდის მცველები და მეკარე მანუელ ნოიერი. ფაქტია, რომ შაბათს არა მარტო მესი, არამედ მთელი "ალბისელესტე" ძალიან მონდომებული იქნება, რადგან არგენტინელებს გერმანელებზე შურისძიება სურთ. გეხსომებათ, არგენტინა და გერმანია ერთმანეთს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალშიც შეხვდნენ და ის მატჩი გერმანიამ პენალტების სერიაში მოიგო.

გოტფრიდ ლენცი

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა