რეკორდმაისტერის შეფები სერიოზულად ფიქრობენ კლაუდიო პისაროს "ბაიერნში" დაბრუნებაზე
გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელები ზაფხულისთვის "შალკეს" კაპიტნისა და დაცვის ბურჯის, ბენედიქტ ჰიოვედესის გადაბირებაზე ფიქრობენ.

უახლესი ინფორმაციით, თუ რეკორდმაისტერი ამ უკანასკნელს ვერ შეიძენს, მიზანს "შტუტგარტის" მცველ გეორგ ნიდერმაიერისკენ მიმართავს. აღსანიშნავია, რომ 25 წლის ნიდერმაიერი შვაბურ კლუბში სწორედ "ბაიერნიდან" (2009 წელს) გადავიდა.

დაცვის გარდა, ბავარიელები ზაფხულში თავდასხმის გაძლიერებასაც გეგმავენ. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ივიცა ოლიჩს მიუნხენიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს. "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, რეკორდმაისტერის შეფები სერიოზულად ფიქრობენ კლაუდიო პისაროს "ბაიერნში" დაბრუნებაზე, რომელმაც მიუნხენი 2007 წელს დატოვა და ჯერ "ჩელსიში" თამაშობდა, მერე კი "ვერდერში" დაბრუნდა. ვეტერანი პერუელი "ვერდერში" ძალიან კარგად გამოიყურება და ფაქტია, რომ მიუნხენურ გრანდს მარიო გომესის ალტერნატივად გამოადგება.

"შპორტ ბილდი" იმასაც წერს, რომ თუ პისაროს ტრანსფერი არ გამოვიდა, "ბაიერნი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ბულაგრელი თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის გადაბირებას შეეცდება. რეკორდმაისტერი ზაფხულისთვის ახალი ცენტრფორვარდის ძებნას მას მერე შეუდგა, რაც ოლიჩმა "ქვა ააგდო და თავი შეუშვირა" - მიუნხენში მაქსიმუმ ზაფხულამდე დავრჩები, მერე კი აუცილებლად წავალო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ხორვატს გული "ვოლფსბურგისკენ" მიუწევს. ამასთან, "შპორტ ბილდის" ცნობით, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს ფრაიბურგელი პაპის დემბა სისეს ყიდვა აღარ უნდათ.

რაც შეეხება უკრაინელ საყრდენ ნახევარმცველ ანატოლი ტიმოშჩუკს. მოგეხსენებათ, მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება ავტომატურად იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ უკრაინელი ამ სეზონში მინიმუმ 25 შეხვედრას ჩაატარებს, თანაც ისე, რომ თითოეულში მოედანზე მინიმუმ 45 წუთს გაატარებს. ტიმოშჩუკს ამ მისიის შესრულებამდე 9 მატჩი აკლია.

დანიელ ვან ბუიტენისა და ბრენოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ "ბაიერნი" ახალ კონტრაქტებს ორივეს შესთავაზებს. ტაკაში უსამის ბედს კი, ბავარიული გრანდის პრეზიდენტი ული ჰიონესი ამ დღეებში გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ უსამი "ბაიერნს" "ოსაკადან" არენდით ჰყავს აყვანილი. სამაგიეროდ, ასი პროცენტით გადაწყვეტილია დანიელ პრანიჩის წასვლა. მასთან ერთად, ზაფხულში რეკორდმაისტერს ვეტერანები, როუვენ ზატელმაიერი და ჰანს-იორგ ბუტიც დატოვებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა