ამერიკული ვენუს უილიამსის შემდეგ, მელბურნში თამაშზე უარი განაცხადა გერმანელმა ჩოგბურთელმა ანდრეა პეტკოვიჩმა
კიდევ ერთი დანაკლისი განიცადა ავსტრალიის ღია პირველობამ. ამერიკული ვენუს უილიამსის შემდეგ, მელბურნში თამაშზე უარი განაცხადა გერმანელმა ჩოგბურთელმა ანდრეა პეტკოვიჩმა.

მიზეზი ტრავმა გახლავთ, რომელიც მან სიდნეის ტურნირზე პოლონელ აგნიეშკა რადვანსკასთან მატჩში მიიღო. კერძოდ, გერმანელმა ზურგი დაიზიანა. როგორც ექიმები ამბობენ, ტრავმა სერიოზულია და ანდრეა ექვსი კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

"ზურგთან დაკავშირებული პრობლემები უკვე დიდი ხანია მაწუხებს, მაგრამ ბოლომდე მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ამიტომაც ვაგრძელებდი ტკივილგამაყუჩებლებით თამაშს. მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიტუაცია ძალიან გაუარესდა - მხოლოდ 30-40 წუთი შემეძლო ნორმალურად თამაში. გუშინდელი მატჩის შემდეგ სამედიცინო შემოწმება გავიარე, რომელმაც ხერხემლის სტრესული მოტეხილობა დაადგინა.

ახლა დასვენება მესაჭიროება. არ შეიძლება ბევრი სიარული, არც ბევრი ჯდომა. უბრალოდ, უნდა ვიწვე. იმედია, მალე გამოვჯანმრთელდები.

იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ავსტრალიის ღია პირველობის გამოტოვება მიწევს, რადგან ეს ტურნირი ძალიან მიყვარს. სწორედ აქ გავედი პირველად "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში", - ამბობს პეტკოვიჩი სააგენტო "როიტერთან" კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!