შოტლანდიის ეროვნული გუნდის ინგლისელმა თავკაცმა, ენდი რობინსონმა იმ 34 მორაგბის სია გააცხადა, რომლებიც ექვსი ერის გათამაშებაში იასპარეზებენ
მსოფლის თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების ყოფილი მეტოქის, შოტლანდიის ეროვნული გუნდის ინგლისელმა თავკაცმა, ენდი რობინსონმა იმ 34 მორაგბის სია გააცხადა, რომლებიც ექვსი ერის გათამაშებაში იასპარეზებენ.

ამათგან ექვსს "ნარშავების" კვართი არასდროს მოურგია, ესენია: ლი ჯონსი, სტიუარტ ჰოგი, დანკან ვეირი, რობერტ ჰარლი, ფრეიზერ მაკკენზი და 20 წლის წარმოშობით უელსელი სტივენ შინგლერი. მსოფლიოს თასზე მოასპარეზე გუნდიდან რობინსონმა ნაკრებში 28 მორაგბე დატოვა. ორმა კრის პატერსონმა და ნათან ჰენსმა რაგბიდან წასვლა გადაწყვიტეს.

რაც შეეხება, ახალ ამომავალ ვარსკვლავს, სტივენ შინგლერს, ის უელსში დაიბადა, ამჟამად "ლონდონ აირიშის" ღირსებას იცავს. სკოტების შემადგენლობაში თამაშის უფლება კი იმიტომ დართეს, რომ დედა შოტლანდიელი ჰყავს.

"ამაყი ვარ შოტლანდიის ნაკრების ღირსების დაცვის საშუალება რომ მომეცა. დედამ გამზარდა, რომელიც შოტლანდიელია და ამ ქვეყანაზე ყველაფერი ვიცი" - თქვა სტივენ შინგლერმა.

"მიხარია, რომ შოტლანდიის ნაკრებში ამჟამად ძალიან კარგმა, ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და თამამად შეგვიძლია წარმატებულ სეზონზე ვიფიქროთ.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ყურადღებით ვადევნებდი თვალს "ედინბურგსა" და "გლაზგოს" მატჩებს და რამდენიმე ახალი მოთამაშე აღმოვაჩინე. ჩვენი მთავარი მიზანია, საერთაშორისო არენაზე გამარჯვებას მივეჩვიოთ, სხვა მხრივ მსოფლიოს თასზე წარმატებულად თამაში შეუძლებელია" - თქვა "სკოტების" მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.

შოტლანდიის ნაკრები

შერკინება: ჯონ ბარკლი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, რობერტ ჰერლი, ალისტერ კელოკი, მურეი ლოუ (ყველა-გლაზგო), ჯოფ კროსი, დევიდ დენტონი, როს ფორდი, ალან იაკობსენი, როს რენი (ყველა-ედინბურგი), კელი ბრაუნი (სარასენზი), ალასდაირ დიკინსონი, ფრეს მაკკენზი, რიჩი ვერნონი (სამივე-სეილ შარქსი), ჯიმ ჰამილტონი, სკოტ ლაუსონი, ალასდაირ სტროკოში (სამივე-გლოსტერი), ევან მურეი (ნიუკასლი)

უკანა ხაზი: ჯო ანსბრო, სტივენ შინგლერი (ორივე-ლონდონ აირიში), მაიკ ბლერი, ნიკ დე ლუკა, ლი ჯოუნზი, გრეიგ ლაიდლოუ (ოთხივე-ედინბურგი), კრის კაზიტერი, რუარიდ ჯექსონი, რორი ლამონტი, გრემ მორისონი, დანკან ვეირი (ყველა-გლაზგო), საიმონ დენიელი (ალსტერი), მაქს ევანსი (კასტრი), სტიუარტ ჰოგი, შონ ლამონტი (ორივე-ჰლანეჰლი), რორი ლოუსონი (გლოსტერი), დენ პარქსი (კარდიფი).

ექვსი ერი

4 თებერვალი

შოტლანდია-ინგლისი

12 თებერვალი

უელსი-შოტლანდია

26 თებერვალი

შოტლანდია-საფრნგეთი

10 მარტი

ირლანდია-შოტლანდია

17 მარტი

იტალია-შოტლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ