ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვლადიმერ ბოისა: საბერძნეთს კარგად ვიცნობ

ვლადიმერ ბოისა: საბერძნეთს კარგად ვიცნობ

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გამოცემა "ონსპორტს" გუნდში ადაპტაციის შესახებ და მომავალ მიზნებზე ესაუბრა
საქართველოს ნაკრების ფორვარდ ვლადიმერ ბოისას 12 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ამ დღეს მან ეროვნულ გუნდთან ერთად საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზა. ვოვა მოედანს ზუსტად ოთხთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა და ისევ ბერძნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. მან დღეს "კავალასთან" მატჩში "პანიონიოსის" ღირსება დაიცვა.

ბოისა სლოვენიაში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, როცა ბერძნული "პანიონიოსიდან" საინტერესო შეთავაზება მიიღო და ელადაში ორშაბათს ჩავიდა.

როგორც ბერძნული საიტები იუწყებიან, მუხლის ტრავმა მიიღო ნაკრების ყოფილმა წევრმა, "პანიონიოსის" ლიდერმა ნიკოს ბარლოსმა.

მწვრთნელმა, გეორგიოს ბარზაკოსმა ქართველ ფორვარდს სწორედ მის შემცვლელად უხმო.

- გუნდში სერიოზული ცვლილებებია, დაგვაკლდა წამყვანი კალათბურთელი ბარლოსი. დავიმატეთ ვლადიმერ ბოისა, რომელსაც საბერძნეთში ადრეც უთამაშია, გამოცდილი კალათბურთელია და ვიმედოვნებთ, რომ დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, - განაცხადა "პანიონიოსის" თავკაცმა გეორგიოს ბარზაკოსმა.

გამოცემა "ონსპორტის" ჟურნალისტი ვლადიმერ ბოისას ესტუმრა და მცირე ინტერვიუც ჩამოართვა. აი, რა უთხრა ვოვამ ბერძნებს:

- "პანიონიოსს" დიდი ამოცანები აქვს. გუნდში იმიტომაც გადმოვედი, რომ მიზნების მიღწევაში დავეხმარო. თანაგუნდელები უკვე გავიცანი და ვფიქრობ, ადაპტაცია არ გამიჭირდება. არც საბერძნეთის ჩემპიონატია ჩემთვის უცხო - რამდენიმე წლის წინათ "არისის" ღირსებას ვიცავდი. მაშინ გუნდი ევროლიგაზე გამოდიოდა.

როგორც გითხარით, ბოისას სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ამიტომ ლოგიკურია, ბერძენი ჟურნალისტი მისი კონდიციებით რომ დაინტერესდა.

- კარგ ფორმაში ვარ. ლიუბლიანაში ყოველდღიურად, ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდი. ფიზიკურადაც ვემზადებოდი. ასე რომ, ფორმაში შესვლისთვის დრო არ მჭირდება. როგორც ვთქვი, გუნდი უკვე გავიცანი, თუმცა შესათამაშებლად მცირე დრო მაინც მინდა, ისევე როგორც მწვრთნელის სტრატეგიისა და შეხედულებების გასაცნობად, - ესეც ვოვა ბოისას სიტყვებია.

იგი ბერძენ კორესპონდენტს გამოუტყდა, რომ მოუთმენლად ელის "კავალასთან" შეხვედრას:

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ მითამაშია. ამიტომ, მონდომებით ველი ჩემს პირველ შეხვედრას მიმდინარე სეზონში. მინდა "პანიონიოსს" სათანადოდ დავეხმარო და მასთან ერთად პირველი ნაბიჯი წარმატებით გადავდგა.

დოსიე

ვლადიმერ ბოისა

დაიბადა: 04.07.1981

სიმაღლე: 208 სმ.

წონა: 101 კგ.

ამპლუა: ფორვარდი

კარიერა

1996-98 აზოტი (რუსთავი)

1998-99 პოსტოინა (სლოვენია)

1999-01 სლოვანი (სლოვენია)

2001-05 ოლიმპია (სლოვენია)

2006-07 მონტეპასკი (იტალია)

2007 სპარტაკ-პრიმორიე (რუსეთი)

2008 არისი (საბერძნეთი)

2008 მენორკა (ესპანეთი)

2009-10 ზადარი (ხორვატია)

2010-11 ოლიმპია (სლოვენია)

2012-დან პანიონიოსი (საბერძნეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს

[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა

"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?

კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო

"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?

გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა

ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო

იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა

ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი

"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია

არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს