ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ზესტაფონი" - ყველა ბაზაზე, ყველა ფორმაში

"ზესტაფონი" - ყველა ბაზაზე, ყველა ფორმაში

რამდენიმე დღეში "ზესტაფონი" პრეზენტაციას მოაწყობს, სადაც საზოგადოებას ახალწვეულებს წარუდგენს
წლეულს "ზესტაფონის" შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი დაგვიწერია, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს - იანვარში მთავარი საგაზეთო თემა ტრანსფერებია, ამ საქმეს კი საქართველოს ჩემპიონებმა ჯერ კიდევ დეკემბერში მიხედეს და ყველა სასურველი ფეხბურთელი ახალ წლამდე გადაიბირეს.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება 8 იანვარს დაიწყო. ორი დღე სამედიცინო შემოწმებას დაეთმო, რის შემდეგაც საწვრთნელი პროცესი "ზესტაფონის" ბაზაზე დაიწყო.

უამინდობის შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელობა პირველი მოსამზადებელი ეტაპის გამართვას თურქეთში გეგმავდა, მაგრამ ეს საჭირო არ გახდა - იანვრის დამდეგს საქართველოში დარია და გუნდების მწვრთნელებს საშუალება აქვთ, მოსამზადებელ პროგრამას შეუფერხებლად მიჰყვნენ. ზესტაფონელებს აშკარად ურჩევნიათ, თურქეთში დაუგეგმავი მგზავრობის მაგივრად საკუთარ ბაზაზე ივარჯიშონ.

"ზესტაფონი" სრული შემადგენლობით ვარჯიშობს, ავადმყოფობის გამო პირველი დღეები მხოლოდ შოთა გრიგალაშვილს გაუცდა. გუნდთან ერთადაა ექვსივე ახალწვეულიც - დავით მუჯირი, აბაიომი ოვონიკოკო, ლევან შარიქაძე, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია და ლუკა გუგუჩია. ამათგან პრობლემები მხოლოდ ოვონიკოკოს აქვს, რომელსაც მძიმე ტრავმის ბოლომდე მოშუშებამდე მცირედიღა აკლია და ჯერ ინდივიდუალურად მუშაობს, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს კი ნიგერიელი მალე დაიწყებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ სრულად გამოჯანმრთელდნენ და სხვების მსგავსად იტვირთებიან გიორგი ხიდეშელი და ზურაბ მენთეშაშვილი. შეგახსენებთ, ხიდეშელმა მუხლის ჯვარედინი მყესები ივლისში, მოლდოვურ "დაჩიასთან" საჩემპიონთალიგო მატჩისას გაიწყვიტა და მას შემდეგ მკურნალობდა, მენთეშაშვილი კი, შეგვიძლია, ახალწვეულების კატეგორიაში გავიყვანოთ - მართალია, გამოცდილი ნახევარმცველი უკვე ერთი წელიწადია, "ზესტაფონის" ფეხბურთელია, მაგრამ მისი სარეაბილიტაციო პერიოდი ძალიან გაჯანჯლდა და ახალ გუნდში ჯერაც არ უთამაშია. გუნდს დაუბრუნდა რატი წინამძღვრიშვილიც, რომელსაც ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურები ტრავმის გამო გაუცდა.

შეკრების მეორე დღიდან ჭიაბრიშვილმა გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაიყვანა. საწვრთნელ პროცესში აქტიურადაა ჩართული "ზესტაფონის" ფიზმომზადების სერბი მწვრთნელი ივან ვუჩეტიჩი.

რაც შეეხება კლუბიდან წასულებს, შეგახსენებთ, რომ ირაკლი ძარიამ თავისუფალი აგენტის სტატუსით თბილისის "დინამოს" მიაშურა, ნიკა გელაშვილი ახალი კლუბის ძიებაშია, სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი კი "ზესტაფონმა" სათამაშო პრაქტიკის მიზნით გაანათხოვრა - მიხეილ სარდალიშვილი და ნოდარ კიკნაველიძე "გაგრაში", ხოლო საბა ლომია - ბოლნისის "სიონში".

რამდენიმე დღეში "ზესტაფონი" პრეზენტაციას მოაწყობს, საზოგადოებას ახალწვეულებს წარუდგენს და მათ ინდივიდუალურნომრიან მაისურებს გადასცემს.

მოსამზადებელი ეტაპი კი ესპანური შეკრებით დასრულდება, სადაც "ზესტაფონი" კარგ ტრადიციას გააგრძელებს და საკმაოდ ძლიერ "მარბელას თასზე" მოსინჯავს ძალებს.

ამ ტურნირამდე კი ესპანეთში, სავარაუდოდ, ერთ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად