როგორც გუშინ ვიუწყებოდით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ სეზონის პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო...

როგორც გუშინ ვიუწყებოდით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ სეზონის პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო და პორტუგალიის ნაკრებს ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლი სტარტზე ვერ დაეხმარება. "სამეფო კლუბის" ექიმებმა ფეხბურთელს მტკივან კოჭზე საგულდაგულო შემოწმება ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ კრიშტიანუ მწყობრში ორ-სამ კვირაში დაბრუნდება.

"კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა პირველი შეხედვით მეტად სერიოზული ჩანდა, მაგრამ ტესტირებამ ცხადყო, რომ საქმე არც ისე ცუდადაა. რონალდუ ფეხბურთს სამ კვირაში დაუბრუნდება", - თქვა "რეალის" ექიმმა კარლოს დიესმა.

ასეა თუ ისე, 3 და 7 სექტემბერს, შესაბამისად კვიპროსისა და ნორვეგიის ნაკრებთა წინააღმდეგ კრიშტიანუ რონალდუ ნამდვილად არ ითამაშებს. გარდა ამისა, არსებობს საკმაო ალბათობა, რომ "სამეფო კლუბი" თავის ლიდერს 12 სექტემბერს "ოსასუნასთან" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩშიც მოისაკლისებს და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაშიც – 16 სექტემბერს ამსტერდამის "აიაქსთან".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა