მარიუპოლის "ილიჩივეცის" მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ლეონოვმა ქართველ ახალწვეულზე აღფრთოვანებულმა ისაუბრა
მარიუპოლის "ილიჩივეცის" მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ლეონოვმა დონეცკის "შახტარიდან" მის გუნდში იჯარის წესით ჩარიცხული ქართველი ნახევარცველის დავით თარგამაძის შესახებ კომენტარი გააკეთა.

სხვათა შორის, ლეონოვმა ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველი პირველად არ ახსენა და სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ტრანსფერის ამბავი ჯერკიდევ არ იყო გადაწყვეტილი, ირწმუნებოდა, რომ გუნდში თარგამაძისნაირი ფეხბურთელი არ მჭირდებაო.

თუმცა "ილიჩივეცის" თავკაცი ახლა აშკარად სულ სხვა ტალღაზეა.

"თარგამაძე ჩვენ გუნდს შეკრებაზე შეუერთდა. ის თავად კლუბის პრეზიდენტმა ვლადიმირ ბოიკომ წარმოგვიდგინა, - უთხრა ლეონოვმა "ჩემპიონატ.ქომის" კორესპონდენტს. - ჩვენ კომუნიკაბელური, ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ქართველ ფეხბურთელსაც ყველა გულღიად შეეგება.

როგორც იტყვიან, ჩავაცვით, დავახურეთ და დავაბინავეთ, ანუ ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო.

არ დაგიმალავთ, ამ ფეხბურთელით დაინტერესებული ვიყავი და მიხარია, რომ დავითმა ჩემპიონატის დარჩენილ პერიოდში ჩვენთან თამაშის სურვილი გამოთქვა.

დარწმუნებული ვარ, მას შესწევს ძალა დაგვეხმაროს დასახული მიზნის მიღწევაში, თავად კი "ილიჩივეციდან" "შახტარის" შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი, რომელთანაც ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საამისოდ მთავარია, თარგამაძეს ტრავმიანობამ არ შეუშალოს ხელი.

მე ვნახე მისი თამაში საქართველოს ნაკრებში, "ოლექსანდრიაში" - უდიდეს პოტენციალს ფლობს. ამას გარდა, თარგამაძე ძალიან კარგი ადამიანია - ნამდვილი ქართული ლაღი სულით".

მომზადებულია fanat.ua-ის მიხედვით

მერაბი
გაიხარე დავით!სულ წარმატებები გქონოდეს.არა მარტო კარგი ფეხბურთელობით,არამედ კაი კაცობითა და ქართველობითაც დაგემახსოვრებინოს ყველასათვის,ყველგან და ყოველთვის თავი
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"