ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "პიტსბურგი" ზედიზედ მეექვსე წაგების შემდეგ მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა
პრინციპური შეხვედრა გაიმართა რეგულარულ ჩემპიონატში "ვაშინგტონსა" და "პიტსბურგს" შორის. ეს უკანასკნელი აშკარა კრიზისში იმყოფება და აღნიშნულ შეხვედრას ხუთმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა.

უნდა აღინიშნოს, რომ "ვაშინგტონი" დღეისთვის თავისი საუკეთესო ბომბარდირის ნიკლას ბექსტრიომისა და მცველი მაიკ გრინის გარეშე თამაშობდა, მაგრამ ამან "პინგვინებს" ვერ უშველა, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ.

"ვაშინგტონის" მოგება მეკარე ტომაშ ვოკოუნის დამსახურებაა, რომელმაც 30 დარტყმა მოიგერია და "შათაუტი" შეასრულა. თავად "კეპიტალზს" კი ერთი საგოლე კომბინაცია გამოუვიდა - პიტსბურგელები შუა ზონაში შეცდნენ და სამი ვაშინგტონელი ერთი მცველის წინააღმდეგ გავიდა. დასარტყმელ პოზიციაზე ჩიმერა აღმოჩნდა, რომელსაც არ გაჭირვებია ფლერის კარის აღება.

"პიტსბურგი" ზედიზედ მეექვსე წაგების შემდეგ მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მისი ადგილი კი პლეი ოფის ზონაში სწორედ "ვაშინგტონმა" დაიკავა. ამ გუნდებს ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ, თუმცა დედაქალაქელებმა ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარეს. ამასთან, "პიტსბურგმა" გასვლითი ტურნე დაიწყო და უახლოეს დღეებში ბილსმას შეგირდებს რთული გასვლითი მატჩები აქვთ "ფლორიდასთან" და "ტამპა ბეისთან". "კეპიტალზი" კი სამ მომდევნო შეხვედრას შინ ჩაატარებს - "ტამპა ბეისთან", "კაროლინასთან" და "აილენდერსთან".

დღის მეორე მატჩში "ედმონტონი" შინ იღებდა "ნიუ ჯერსის" და ოვერტაიმში წააგო - 1:2. აღსანიშნავია, რომ "ეშმაკებმა" სეზონში მეთერთმეტედ გაიტანეს გოლი რიცხობრივ უმცირესობაში! გადამწყვეტი შაიბა კი პარიზემ მაშინ შეაგდო, როცა მის გუნდს ერთი კაცით მეტი ჰყავდა მოედანზე. ამ გოლმა "ნიუ ჯერსი" კონფერენციის მეექვსე ადგილზე აიყვანა.

ვაშინგტონი-პიტსბურგი 1:0

1:0, 0:0, 0:0

გოლი: 1:0 ჩიმერა-14 (ჰალპერნი-8, ჯ. უორდი-8).

ედმონტონი-ნიუ ჯერსი 1:2 (ო)

0:0, 0:1, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 კოვალჩუკი-17, 1:1 ჰემსკი-4 (პოტერი-12, ტ. ჰოლი-16), 1:2 პარიზე-15 (ელიაში-25, კოვალჩუკი-21).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად