იტალიის თასი. 1/8 ფინალი. გვიდოლინის ექსპერიმენტმა არ გაამართლა

იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე საკმაოდ საინტერესო წყვილები დაჯდა და შესაბამისად, თითოეული პაექრობა გულშემატკივართა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს.

ოთხშაბათს ორი მატჩი გაიმართა, "რომამ" "ფიორენტინას" უმასპინძლა, "უდინეზემ" კი "კიევოს". ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ, თუმცა უდინურ ჯახში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

ჯერ რომაულ პაექრობაზე ვთქვათ, რომელიც "რომას" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, 3:0. თუმცა, მეორე მხრივ, მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მხოლოდ მეორე ტაიმში მოიპოვეს, იქამდე კი თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და მეტიც, პირველ ნახევარში უფრო მწვავედ სწორედ სტუმრები უტევდნენ. აი, ანტრაქტის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ამ გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი აგემა.

სამიდან ორი ერიკ ლამელას ანგარიშზეა, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა. ლამელას ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა, განსაკუთრებით კი მეორე, როდესაც რამდენიმესვლიანი იერიში ფრანჩესკო ტოტის შესანიშნავი პასით და ლამელას უზუსტესი დარტყმით დაგვირგვინდა. მესამე გოლი კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის, ფაბიო ბორინის ანგარიშზეა, რომელმაც ერთ მეტოქეს ოსტატურად აუარა გვერდი და მახვილი კუთხიდან ბურთი ბრაზილიელი კიპერის, ნეტოს კარის ბადეში გაახვია.

ორივე გუნდი ნაწილობრივ ექსპერიმენტული შემადგენლობით გავიდა მინდორზე, რის გამოც რომაელებს გაუმართლა და ისინი აგრძელებენ კიდეც თასისთვის ბრძოლას.

რაც შეეხება უდინეში გამართულ პაექრობას, გაიმარჯვა იმან, ვისთვისაც მოგება უფრო მნიშვნელოვანი იყო. ფრიულელებს აშკარად ეტყობოდათ, რომ მათთვის სათასო მატჩი მეორეხარისხოვანი იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე თვით ანტონიო დი ნატალე გახლდათ. თუ ტოტოს და სამირ ჰანდანოვიჩს არ ჩავთვლით, ფრანჩესკო გვიდოლინმა თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა დაასვენა და თავის გამოჩენის შანსი, რეზერვისტებს მისცა - ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა და მეოთხედფინალში "კიევო" იასპარეზებს.

ბოლოს, ისიც ვთქვათ, რომ იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე კიდევ სამი მატჩია დარჩენილი: "ნაპოლი"-"ჩეზენა", რომელიც დღეს გაიმართება, "მილანი"-"ნოვარა", რომელიც 19 იანვარს შედგება და 20 იანვრისთვის დაგეგმილი "ინტერი"-"ჯენოა".

იტალიის თასი. 1/8 ფინალი

რომა-ფიორენტინა 3:0

გოლები: 1:0 ლამელა (53), 2:0 ლამელა (66), ბორინი (75).

უდინეზე-კიევო 1:2

გოლები: 0:1 სამარკო (9), 1:1 დი ნატალე (84), 1:2 თერეუ (90).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა