კოპა დელ რეი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები. ორ კლასიკოს ორი ვალენსიური დერბი დაემატა
ოთხშაბათის მერვედფინალური შეხვედრებიდან ბუნებრივია, ყველაზე დიდი ინტერესი "სანჩეს პისხუანზე" გამართულმა მატჩმა გამოიწვია - "სევილია", რომელმაც პირველ დაპირისპირებაში მხოლოდ 0:1 წააგო, "ვალენსიას" მასპინძლობდა.

ვერც ერთი გუნდი მისცემდა თავს უფლებას, თუნდაც შერეული შემადგენლობით გამოსულიყო, სარეზერვოზე ხომ აღარც არის ლაპარაკი. მოკლედ, გუნდებმა საომარი შემადგენლობები გამოიყვანეს. მასპინძელთა რიგებში ხოსე რეიესის სათასო დებიუტიც შედგა. ჯერჯერობით, შინ დაბრუნებული ვარსკვლავი ვერ გახდა იღბლის მომტანი "სევილიასთვის" - მართალია, ანდალუსიელებმა მოიგეს, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ბრძოლას "ვალენსია" აგრძელებს.

მატჩი ემოციებით დატვირთული და თვალსასეირო გამოდგა. პირველ ნახევარ საათში რაღაც საოცრება ხდებოდა დიეგო ალვეშის კართან - "სევილია" ბომბავდა სტუმართა გუნდის ბრაზილიელ მეკარეს ყოველი კუთხიდან. რომ არა დიეგოს ყოჩაღი თამაში, უნაი ემერის გუნდს ძალიან გაუჭირდებოდა წარმატების მიღწევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ვალენსიას" დაცვის ხაზი - მათი სიმწყობრე დარღვეული იყო, მცველები ყოველთვის აგვიანებდნენ. ტაიმის ბოლო 15 წუთში კი თითქოს, ფირფიტა ამოტრიალდაო, ახლა უკვე "ღამურები" აკონტროლებდნენ მატჩის სადავეებს, მაგრამ უკვე სევილიელთა გოლკიპერი ხავი ვარასი ყოჩაღობდა.

ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. პირველი 66-ე წუთზე გავიდა. ტრიბუნაზე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე იჯდა, ეს კი დამატებითი სტიმული იყო რობერტო სოლდადოსთვის, რომელსაც ევრო 2012-ზე თამაში სურს და, კაცმა რომ თქვას, ალალად იმსახურებს კიდეც. "ვალენსიას" ფორვარდმა ბურთი ბრაზილიელი ჟონასისგან მიიღო, მცველებს გასცდა და მარჯვენა კუთხეში გაიტანა.

ახლა "სევილიას" 3 გოლის გატანაღა აწყობდა, ამიტომაც ვამბობთ, რომ დაპირისპირებაში გადამწყვეტი სოლდადოს გასროლა იყო. თუმცა "სევილიას" ცდა არ დაუკლია - ივან რაკიტიჩმა მალევე გაათანაბრა, ალვეშმა მარტინ კასერესის დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ ხორვატის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა. თამაშის ბოლოს ვიქტორ რუისმა მკერდით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი - 2:1.

ორი მატჩის ჯამში გამარჯვებით "ვალენსიამ" მეოთხედფინალში "ლევანტესთან" დუელი დაიბევა ანუ ჩვენ იანვარშივე ორი ვალენსიური დერბი გველის.

უნაი ემერი (ვალენსია): "ჩვენ ხარისხიანად და მონდომებულად ვითამაშეთ. ამიტომ გავედით შემდეგ ეტაპზე. პირველი 20-25 წუთი "სევილიას" გაჩერება გვიჭირდა, მათი შეტევები მეტისმეტად ინტენსიური იყო. სწორედ მაშინ გამოვავლინეთ ხასიათის სიმტკიცე და გოლამდე ხელში ჩავიგდეთ თამაშის სადავეები, შემდეგ კი ისევ დავკარგეთ. საბედნიეროდ, "სევილიას" დრო არ ეყო და ჩვენ გავძელით".

მარსელინო (სევილია): "ჩვენ კარგი თამაში გამოგვივიდა, უფრო მეტიც - ექსტრაორდინარული. დამწუხრებული, მაგრამ ამაყი ვარ".

მოსაწყენად ვერც სხვა სათასო მატჩებში მოიცლიდით - "ლევანტეს" პირველი თამაში სანტო დომინგოში "ალკორკონთან" 1:2 ჰქონდა წაგებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში ყველა კითხვა იოლად მოიხსნა - "ბაყაყებმა" "გაჭყლიტეს" სეგუნდა დივიზიონის კლუბი.

ბარკერომ, როხერმა, იბორამ და სუარესმა 4 უპასუხო გოლი გაუტანეს "ალკორკონს". განსაკუთრებით როხერ მარტი სალვადორის გოლს გამოვყოფთ ეს 21 წლის გარემარბი მეორედ თამაშობდა "ლევანტეს" ძირითადში.

ხუან იგნასიო (ლევანტე): "ჩვენი პრიორიტეტი ლა ლიგაა, თუმცა თასზეც ვიბრძოლებთ, მით უფრო, რომ მეტოქე "ვალენსიაა".

"ესპანიოლი" სენსაციურ გავარდნას ბეწვზე გადაურჩა, როგორც ჩანს, 20 წლის ალვარო ვასკესი ბარსელონურ კლუბს მხსნელად ევლინება - ჯერ იყო ქულის მომტანი გოლი "ბარსელონას" კარში და ახლა ჰეთ თრიკი...

პირველი შეხვედრა "კორდობამ" 2:1 მოიგო, მაგრამ თავიდანვე დაემსხვრა იმედები, რომ მიღწეულს შეინარჩუნებდა - ალვაროს დუბლით და მცველ დიდაკ ვილას გოლით კატალონიელები 3:0 დაწინაურდნენ. ყველას ეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ "კორდობამ" გაიბრძოლა და კინაღამ მიაღწია მიზანს - პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყიში 2 გოლი გაიტანა.

ასეთი ანგარიშით წაგება უკვე სეგუნდა დივიზიონის კლუბს აწყობდა, მაგრამ ალვარომ 88-ე წუთზე "ესპანიოლის" მეოთხე, მისთვის მესამე და გადამწყვეტი გოლი გაიტანა - 4:2.

კოპა დელ რეი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები

ლევანტე-ალკორკონი 4:0 (1:2)

ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - ვენტა, კაბრალი, ნანო, ხუანფრანი - იბორა, პალიარდო - ელ ჟარი, ბარკერო (77. პ. ლოპესი), როხერი (67. რაფა ხორდა) - კონე (46. რ. სუარესი).

ალკორკონი (4-2-3-1): მორენო - ანუაბრე, რუედა, ხ. ერნანდესი, ბერმუდესი - აბრაამი (46. ბაბინი), მორა - ექსპოსიტო (58. ქუინი), მიგელესი, საული (მონტანიესი) - ო. რიერა.

გოლები: 1:0 ბარკერო (23), 2:0 როხერი (45), 3:0 იბორა (52), 4:0 რ. სუარესი (66)

ესპანიოლი-კორდობა 4:2 (1:2)

ესპანიოლი (4-2-3-1): ედგარი - რ. როდრიგესი, ამატი, მორენო (54. ხ. ლოპესი), დიდაკ ვილა - ფორლინი, რომარიკი (76. რუი ფონტე) - ს. გარსია, ვერდიუ, ვეისი (54. ტიევი) - ალვარო ვასკესი.

კორდობა (4-4-2): არიასი - სერა (46. ბორხა), დ. პრიეტო, ტენა, ფუენტესი - კერო (37. ვიკო), ალბერტო, ერვასი, ლ. სილვა - პატინიო, პ. დიასი (84. გარაი).

გოლები: 1:0 ა. ვასკესი (9), 2:0 ა. ვასკესი (20), 3:0 დიდაკ ვილა (35), 3:1 ალბერტო (40), 3:2 პ. დიასი (49), 4:2 ა. ვასკესი (88).

სევილია-ვალენსია 2:1 (0:1)

სევილია (4-2-3-1): ვარასი - კასერესი, სპაჰიჩი, ფასიო, ფ. ნავარო (70. კანუტე) - მედელი, ტროხოვსკი (62. რაკიტიჩი) - ხესუს ნავასი, რეიესი, დელ მორალი (63. პეროტი) - ნეგრედო.

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მიგელი, რამი, რუისი, მატიო - ალბელდა, ბანეგა (76. პარეხო) - ფეგული (82. პაბლო ერნანდესი), ჟონასი (68. ტ. კოსტა), ალბა - სოლდადო.

გოლები: 0:1 სოლდადო (66), 1:1 რაკიტიჩი (70), 2:1 რუისი (91 ს.კ.)

1/4 ფინალი

ესპანიოლი-მირანდესი

ბილბაო -მალიორკა

ვალენსია-ლევანტე

რეალი-ბარსელონა

I მატჩები: 17-19 იანვარი; საპასუხო: 24-26 იანვარი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად