ინგლისური ფეხბურთის ამბავი მოგეხსენებათ, საუკუნოვანი ტრადიციებით გახლავთ სავსე, თუმცა ახლა...

ინგლისური ფეხბურთის ამბავი მოგეხსენებათ, საუკუნოვანი ტრადიციებით გახლავთ სავსე, თუმცა ახლა ერთ-ერთ ასეთ ტრადიციას საფრთხე ემუქრება: გეცოდინებათ, საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალი ყოველთვის შაბათს, შუადღის 3 საათზე იმართებოდა ხოლმე, მაგრამ... მოხდება კი იგივე ახლა, 2011-ის მაისში?

დაბნეულობა კალენდრის გადატვირთვამ განაპირობა. თავად განსაჯეთ - 28 მაისს "უემბლიზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სტადიონზე, უეფას მოთხოვნების თანახმად, მანამდე ორი კვირა თამაში არ უნდა გაიმართოს - მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. გამოდის (და ასეც იყო დაგეგმილი), რომ საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალი 14 მაისს უნდა გაიმართოს, მაგრამ ამ დღეს პრემიერლიგაში ბოლოსწინა ტურია (და ყველა თამაში ერთსა და იმავე დროს, 15 საათზე იწყება). განა შეიძლება, ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები და თასის ფინალი ერთდროულად ჩატარდეს? რა უნდა ქნას მაყურებელმა? როგორ უნდა მოიქცნენ ტელეარხები?

არსებობს ასეთი გამოსავალი: ასოციაციის თასის ფინალი იმავე დღის 17:30-სთვის გადაიტანონ, რასაც ტელევიზიები, ბუნებრივია, მიესალმებიან, მაგრამ ტრადიციონალისტები ლამისაა გაგიჟდნენ...

ვინმემ შესაძლოა იფიქროს, რომ ასეთ პირობებში ჩემპიონატის თამაშების გადადება აჯობებდა, მაგრამ ეს იმ კაცის ნათქვამი იქნება, ვისაც არ ესმის, რომ პრემიერლიგა ატარებს შეჯიბრებას, რომელსაც მთელ მსოფლიოში უყურბენ, უკვე დადებულია უამრავი სატელევიზიო თუ სარეკლამო კონტრაქტი და ამ ქსელში მთელი მსოფლიო ასეულობით მილიონი დოლარითაა გაბმული...

ერთი სიტყვით, აქ ვერაფერს შეცვლი. საფეხბურთო ასოციაციამ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები სატელევიზიო უფლებების მფლობელ კომპანია ITV-სთან და ტელეკომპანია ESPN-თან, რომელიც 2011-ში პირველად გადასცემს ინგლისის თასის ფინალს. ESPN-ს რასაკვირველია, ურჩევნია მისი გადასაცემი შეხვედრა სხვა თამაშებთან არ აითქვიფოს (ანუ პრემიერლიგის მატჩებს არ დაემთხვეს). მას ხომ ტელეაუდიტორიის შემოკრება აქვს დაგეგმილი...

არის ასეთი კაცი, სახელად - ნაიალ სლოუენი, რომელიც ITV-ში სპორტის საკითხებს აკონტროლებს. ადრე ის BBC-ში მუშაობდა. სლოუენი 2005 წლიდან დაჟინებით მოითხოვს ასოციაციის თასის ფინალის 17:30-ზე გადატანას. ამ კაცს საფეხბურთო ასოციაციით დაწყებული, სხვა კონსერვატორებით დამთავრებული ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდნენ და ეს ადამიანები შემდგომ ორშაბათსაც უნდა შეიკრიბონ იმავე საკითხზე სათათბიროდ. საფეხბურთო ასოციაციის პრესმდივანმა ჯერჯერობით მოკლედ თქვა: "ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს ვიხილავთ".

საინტერესოა, რომ ასოციაციას უკვე გადასახდელი აქვს სოლიდური ჯარიმა, რადგან არ დაუკვირდა და ფეხბურთის ლიგის (აერთიანებს ჩემპიონშიფს, პირველსა და მეორე ლიგებს) პლეიოფები მაინც და მაინც ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაამთხვია. მოგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფის პლეი ოფის ფინალი ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ორ დღეში გაიმართება, პირველი და მეორე ლიგის გადამწყვეტი შეხვედრები კი მანჩესტერის "ოლდ ტრეფორდსა" და კარდიფის "მილენიუმზე" ჩატარდება.

და ბოლოს - დაარსების დღიდან ანუ 1871 წლიდან ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი სულ სამჯერ დაიწყო განსხვავებულ დროს. ერთხელ ეს მოხდა 1873 წელს, მეორედ 1896-ში, ხოლო მესამედ 1923 წელს, როცა სტადიონს იმდენი ხალხი მიაწყდა, ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ, შეხვედრის დაწყება დაეყოვნებინათ...

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
"შოკი მიიღეს, არავინ ელოდა" -"ლივერპულიდან" სლოტის მოულოდნელად წასვლის დეტალები
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა
[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
[VIDEO] U19. ევროშესარჩევის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა
დვალიშვილი VS სეხუდო თბილისში! - RAF-ი შესანიშნავ სიახლეს ავრცელებს
ნასრი: ლუის ენრიკე პსჟ-ს მხოლოდ ერთი კლუბის გამო დატოვებს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ურუგვაი
ბატრაკოვს უკვე პსჟ-ს მაისური აქვს - რუსი კომენტატორი მის პერსპექტივას პესიმისტურად უყურებს