მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი მინიმუმ ავსტრალიის ღია პირველობის ბოლომდე შეინარჩუნებს პირველ პოზიციას WTA-ის კლასიფიკაციაში
მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი მინიმუმ ავსტრალიის ღია პირველობის ბოლომდე შეინარჩუნებს პირველ პოზიციას WTA-ის კლასიფიკაციაში.

ამ კვირას დანიელი მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა სიდნეის ტურნირს, რითაც ჩეხ პეტრა კვიტოვას რეიტინგში ლიდერობის მოპოვების შანსი მისცა. კვიტოვა იმ შემთხვევაში გახდებოდა ახალი პირველი ჩოგანი, თუ სიდნეიში მთავარ პრიზს მოიპოვებდა.

მაგრამ ჩეხი ჩოგბურთელის მწვერვალზე ასვლა მინიმუმ სამი კვირით გადაიდო, რადგან გუშინ ის ნა ლის სახით "ჩინურ კედელს" შეეჯახა. ლიმ შარშან ამ ტურნირის ფინალში გააღწია და იქ ბელგიელი კიმ კლაისტერსის დამარცხება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელი ტრადიციულად კარგად თამაშობს ავსტრალიურ ტურნირებში, გუშინდელ მატჩში ფავორიტად მაინც კვიტოვა მიიჩნეოდა, რადგან მან ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო ახალი სეზონი.

წინა სამატჩო პროგნოზები პირველმა სეტმა გაამართლა. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა თავიდანვე ბრეიკი გააკეთა და ეს უპირატესობა მეორე გეიმში საკუთარი მოწოდების დამაჯერებლად აღებით გაამყარა. ნა ლიმ ვერც მესამე გეიმში მოუხერხა რამე ჩეხი ჩოგბურთელის მრავალფეროვან თამაშს, თუმცა 40:30 იყო დაწინაურებული. კვიტოვამ შესანიშნავი ფორჰენდით გადაარჩინა ეს გეიმი და მეორე ბრეიკი გააკეთა.

ნა ლიმ მხოლოდ 0:4-ზე გაქვითა ანგარიში, მაგრამ მისი მხრიდან თამაშის გადარჩენის არანაირი შანსი არ ჩანდა და კვიტოვამ სეტი 6:1 მოიგო.

ასეთი პარტიის შემდეგ მოსალოდნელი იყო ჩინელის ფსიქოლოგიური კრახი, მაგრამ პირიქით, ნა ლის თამაშში მკვეთრი პროგრესი მოხდა. ჩინელმა უფრო დამაჯერებელი მოქმედება დაიწყო მიღებაზე და ამან შედეგი გამოიღო, მით უმეტეს, რომ პეტრა იმ დღეს ჩვეულებრივზე ცუდად აწვდიდა. ამან ლის ის მოუტანა, რომ ანგარიშში აღარ ჩამორჩა მეტოქეს და სტაბილურად იგერიებდა ბრეიკ-პოინტებს, რომელსაც დანიელს პერიოდულად აძლევდა.

კვიტოვამ კი გადამწყვეტ ეპიზოდებში შეცდომები დაუშვა. იმას, რასაც ის პირველ სეტში თავისუფლად აკეთებდა, მეორეში მეტოქის გააქტიურობის გამო ვეღარ მოახერხა. შედეგად, ჩეხმა ვერ შეძლო ორიდან ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება. ნა ლიმ აიღო მე-11 გეიმი და შემდეგ პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

ამ წარმატებით გალაღებულმა ჩემპიონმა ზეწოლა გააძლიერი კვიტოვაზე, რომელსაც დაკარგული ჰქონდა თამაშის სადავეები. ნა ლის წარმატების საიდუმლო გახდა მეორე მოწოდებისას მიღებაზე ფანტასტიკური თამაში. თუ ჩეხი ვერ ახერხებდა პირველი ბურთის კვადრატში მოხვედრას, მეორე მოწოდებისას ასი პროცენტით ქულებს მისი მოწინააღმდეგე იღებდა. ამის გამო უკვე პირველ გეიმში ნა ლიმ ბრეიკი გააკეთა.

უპირატესობა კი მეშვიდე გეიმში განავრცო, როცა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო. ამის შემდეგ ბრძოლა კორტზე აღარ ყოფილა. ავსტრალიის ღია პირველობის წინ ჩეხმა თავგანწირვა და რისკზე წასვლა არ მოისურვა, ამიტომაც შემდეგ გეიმში ორმაგი მატჩბოლი აჩუქა მეტოქეს, რომელიც ლიმ იოლად გამოიყენა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ჩინელის მეტოქე ფინალში გახდა ბელარუსი ვიქტორია აზარენკა, რომელიც სასწაულებრივ გადაურჩა წაგებას აგნიეშკა რადვანსკასთან მატჩში.

სწორედ პოლონელმა დაამარცხა მეოთხედფინალში ვოზნიაცკი და ამჯერადაც დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა პირველ პარტიაში. მან პირველივე გეიმი "მშრალი"ანგარიშით მოიგო და იქვე პირველი ბრეიკიც გააკეთა.

აზარენკა არ დაიბნა და ბრეიკითვე უპასუხა აგნიეშკას, მაგრამ ამის შემდეგ მის თამაშში გაუგებარი ჩავარდნა მოხდა. თავიდან ბელარუსმა მეორედ წააგო საკუთარი მოწოდება, შემდეგ დათმო გეიმი, რომელშიც სამმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა! რადვანსკამ მეტოქე საბოლოოდ მეექვსე გეიმში გატეხა, როცა მესამედ აიღო ვიქტორიას მოწოდება. ამის შემდეგ აზარენკა აღარ ეწინააღმდეგებოდა პოლონელს და მას სეტის იოლად მოგების საშუალება მისცა.

მეორე პარტიაში ცხადი გახდა, რომ ბელარუსმა დასკვნები გამოიტანა თავისი თამაშისგან. კერძოდ, მან შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა, რადვანსკას კი დაცვაზე ზრუნვა უწევდა. ვიქტორიამ სეტის ბედი თავის სასარგებლოდ მერვე გეიმში გადაწყვიტა, როცა მეტოქის მოწოდების აღება შეძლო. ამის შემდეგ აზარენკას სეტზე ჩაწოდება აღარ გასჭირვებია.

მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო მესამე პარტიაში. რადვანსკა რეგულარულად იღებდა ბრეიკ-პოინტებს, მაგრამ მისი რეალიზების საშუალებას აზარენკა არ აძლევდა. სამაგიეროდ, ბელარუსმა ორჯერ აიღო მეტოქის გეიმი და კომფორტული უპირატესობით მიიყვანა გადამწყვეტი პარტია გამარჯვებამდე.

1/2 ფინალი

ნა ლი (ჩინ)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 1:6, 7:5, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 6:1, 3:6, 2:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში