დღეს, გამთენიისას თბილისის "დინამო" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა
დღეს, გამთენიისას თბილისის "დინამო" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა. დინამოელები სტამბულის გავლით ჩაფრინდებიან ბარსელონაში, სადაც სასტუმრო Husa Illa-ში დაბინავდებიან.

დინამოელები ბარსელონაში პრიმერა დივიზიონის ბინადარ "ესპანიოლთან" და სეგუნდა ბ-ს "ტერასასთან" ითამაშებენ.

გარსიას გუნდი ბარსელონაში 23 იანვრამდე დარჩება და შემდეგ მარბელაში გადაინაცვლებს, სადაც უკვე Impact Cup-ზე ასპარეზობისთვის მოემზადება. დინამოელები სამშობლოში 3 თებერვალს დაბრუნდებიან.

თბილისის "დინამოს" ფანკლუბის "გლადიატორების" ვებ-გვერდის ინფორმაციით, "დინამოს" შეკრებაზე ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელი ალექსანდრე გურულიც გაჰყვება.

ამავე საიტის ცნობით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ თბილისის "დინამოში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გოგიტა გოგუა ითამაშებს, რომელიც 1+2 სისტემით გააფორმებს "დინამოსთან" კონტრაქტს.

"ვოლგას" ფეხბურთელის "დინამოში" ჩარიცხვაზე საუბარი საკმაო ხანია მიმდინარეობს, თუმცა კონტრაქტზე შეთანხმებას ის აბრკოლებდა, რომ ნიჟნინოვგოროდული კლუბი არ აძლევდა 28 წლის ქართველ ნახევარმცველს სატრანსფერო ფურცელს და მოლაპარაკებების დასრულება ამის გამო გაჭიანურდა.

სავარაუდოდ, გოგიტა გოგუა "დინამოსთან" კონტრაქტს ესპანეთშივე გააფორმებს, პრეზენტაცია კი თბილისში გაიმართება.

ესპანეთში გამაგზავრებამდე დინამოელებს გზა თავად კლუბის მეპატრონე რომან ფიფიამ დაულოცა.

barca6
negredo 700 ათასი რომ გადაიხადეს მაგასაც ვერ იტყვი ზუსტად, ზოგი 300 ათასს იძახის. მოკლედ მერებაშვილი კარგი ფეხბურთელია, მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ფაქტი სახეზეა."დინამოს" ხელმძღვანელობა რომ მიიჩნევდეს მას ლიდერად დაუფიქრებლად გაუფორმებდა სამწლიან კონტრაქტს მაინც არანაირი პლიუსებით და მინუსებით. ერთია თქვენ რა გგონიათ და მეორე არის რეალობა მერებაშვილთან დაიდო 1+2 კონტრაქტი.
WARNING!
negredo და ვინ გითხრა მერე რომ 700 000 გადაიხადა? 300 000 გადაიხადეს.
bondo
სასიხარულოა რომ საქართველოში ძლიერი ფეხბურთელები ბრუნდებიან.
negredo
და რიგით ფეხბურთელში 700000 ევროს გადაიხდიდნენ?რაც მერებაშვილში გადაიხადეს,ქართული საზომებით ეს სარეკორდო თანხაა ამხელა ფული ჯერ ქართულ გუნდს ფეხბურთელში არ გადაუხდია....
barca6
ფაქტია ,კონტრაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მთლად ლიდერებად ვერ აღიქვამენ, თორემ რატო უნდა დაუდო ერთწლიანი კონტრაქტი ? ჩემი აზრით თავს იზღვევენ, აბა ჩამოეყვანათ თარგამაძე დარწმუნებული ვარ ეგრევე 5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებდნენ.
negredo
დაშლაში მე არ მიგულისხმია რომ გუნდი აღარ იქნება უბრალოდ ამ ლიდერების გარეშე დასუსტება,და რაც შეეხება გამართლებას ყველა ეს ფეხბურთელი როგორც ლიდერი ისე მოიყვანეს და არა რიგითი ფეხბურთელი,და ეგაა გასაკვირი როდესაც ლიდერთან მხოლოდ ერთ ცლიან კონტრაკტს აფორმებ..
barca6
საეჭვოა თბილისის "დინამო" დაიშალოს, უბრალოდ წინ იხედებიან და თუ ფეხბურთელმა არ გაამართლა სხვა მოთამაშეებს იყიდიან. ეგრე მგონია მე :)))
negredo
ძალიან მაგარია დინამო რომ ესე ძლიერდება,უბრალოდ ერთი კითხვა მიჩნდება რატომ ფორმდება ახალ ფეხბურთელებთან მხოლოდ ერთ წლიანი კონტრაქტები,იმიტომ ხომ არა თუ დინამო ევროპაზე ვერ გავიდა გუნდი დაიშლება??
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა