განსაკუთრებით კარგ ფორმაში იმყოფება ელიტის უმძიმესი რიკიში გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც ტოსაიუტაკა მაყურებელთა დარბაზში მოისროლა
იანვრის ბაშოს მესამედი მიილია და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა, ქართველთათვის კატასტროფული ბაშო დავიწყებას მიეცა - ელიტის ორი ქართველი შესანიშნავად ჭიდაობს ტოკიოში, მათ ზედიზედ ორჯერ მოიგეს წყვილად.

განსაკუთრებით კარგ ფორმაში ჩანს ელიტის უმძიმესი რიკიში გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ორ-ცენტნერიანმა ქართველმა სამ წამში დაამარცხა ტოსაიუტაკა, რომელიც მაყურებელთა დარბაზში მოისროლა. გაგამარუს 4-1 ბალანსი აქვს. გუშინ ტოჩინოშინმაც (ლევან გორგაძე), რომელსაც კვლავ გაუჭირდა და ჯერ მეტოქის, შოჰოზანის შეტევების შეჩერება მოუხდა, შემდეგ კი ჩაავლო მეტოქის მავაშის ცაცია და იორიკირი შეასრულა. ტოჩინოშინს 3-2 ბალანსი აქვს.

იანვრის ბაშოს 5-5 მოგებით ოთხი სუმოისტი ლიდერობს, ოთხივე დარჩეული - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონები ბარუტო, ჰარუმაფუჯი და კოტოოშუ.

სამწუხაროდ, ცუდად წაუვიდა საქმეები ძურიოს დივიზიონში გავარდნილ კოკაის (ლევან ცაგურია), გუშინ მან ჰოჩიამასთან წააგო და ბალანსი უარყოფითი გაუხდა - 2-3.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-მიაბიამა (ცუკიოტოში), კისენოსატო-კაკურიუ (ოშიდაში), ბარუტო-ტაკეკაძე (ოშიდაში), გოეიდო-კოტოშოგიკუ (უვატეჰინერი), კოტოოშუ-ოკინოუმი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კიტატაიკი (იორიკირი), ტოიონოშიმა-ვაკაკოიუ (იორიკირი), ამინიშიკი-ტაკაიასუ (ოშიტაოში), მიოგირიუ-ჰომაშო (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ტოჩინოშინი-შოჰოზანი (იორიკირი), გაგამარუ-ტოსაიუტაკა (ოშიტაოში). ძურიო: ჰოჩიამა-კოკაი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი); 4-1: გაგამარუ (მ 10)... 3-2: ტოჩინოშინი (მ 9).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გოეიდო, ბარუტო-ამინიშიკი, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, კოტოოშუ-ვაკაკოიუ, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, კისენოსატო-ტაკეკაძე, კიტატაიკი-მიაბიამა, ტაკაიასუ-ოკინოუმი, ტოჩინოვაკა-იოშიკაძე, ჰომაშო-კიოკუტენჰო, გაგამარუ-ჩიონოკუნი, ტოჩინოშინი-ფუჯიაზუმა. ძურიო: კოკაი-ტამავაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა