კლუბი სფფ-ს დაარსებული საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობის კანონიერების განხილვას ფიფას სთხოვდა
გასული წლის 23 დეკემბერს "ზესტაფონმა" ფიფაში საგანგებო წერილი გაგზავნა. კლუბის ხელმძღვანელობამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაარსებული საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობის კანონიერებისა და ლეგალურობის საკითხის განხილვა სთხოვა.

"ზესტაფონმა" წერილში უნდობლობა გამოუცხადა სფფ-ის მიერ დაფუძნებულ საფეხბურთო არბიტრაჟს და მისი წევრების კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა. მართალია, კლუბმა თავის დროზე არბიტრაჟის დაარსებას ხელმოწერით დაუჭირა მხარი, მაგრამ "ზესტაფონი" არბიტრაჟის დღევანდელი სახით არსებობას არ მიესალმება.

ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და "ზესტაფონის" ოფისში ოპერატიულად გამოგზავნა საპასუხო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს საკითხი არ არის ფიფას კომპეტენციაში შემავალი თემა და შიდასაფეხბურთო დავები უნდა გადაწყდეს სფფ-ის წესდების შესაბამის უწყებაში, რაც დღეისთვის არის სწორედ საფეხბურთო საარბიტრაჟო სასამართლო.

წერილში ისიც არის მითითებული, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შემავალი ყველა სუბიექტი მის გადაწყვეტილებებს, წესდებასა და დებულებებს უნდა დაემორჩილოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად