ინტერვიუ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგაზინაციის უფროსთან დავით აბულაძესთან
ქუთაისში სპორტული სკოლების მართვისა და სპორტისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივად უკეთ გამოყენების მიზნით შარშან ახალი ორგანიზაცია - სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება შეიქმნა, რომელიც ქუთაისში 14 სპორტულ სკოლასთან ერთად ქუთაისის სპორტის სასახლესა და საცხენოსნო კლუბს აერთიანებს. გვესაუბრება ამ სამსახურის უფროსი დავით აბულაძე.

-ახალი ორგანიზაცია საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა. მისი მიზანია სპორტულ დაწესებულებათა საქმიანობის უკეთ ორგანიზება და კოორდინაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, მასობრივი სპორტის განვითარება, ტურნირების ჩატარება, მთლიანად ქართული სპორტის პოპულარიზაცია. საკმაოდ დიდი სამსახურია, გვყავს 500-ზე მეტი თანამშრომელი, რომელთაგან 279 მწვრთნელია. სპორტის თითქმის ყველა სახეობაში 4000-მდე მოზარდია გაერთიანებული.

- ბიუჯეტი საკმარისია გაერთიანებაში შემავალი სპორტული დაწესებულების სათანადოდ დაფინანსებისთვის?

- დაფინანსება ქალაქის ბიუჯეტიდანაა და 2 მილიონ 770 ათას ლარს შეადგენს. მილიონ 800 ათასი ხელფასებს ხმარდება, დანარჩენი შეჯიბრებებისთვის თუ პროექტებისთვის, სპორტული ინვენტარის, აღჭურვილობისა და ეკიპირების შეძენისთვისაა განკუთვნილი. თავიდანვე დაიწყო სპორტული სკოლების კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა, შევკერეთ და თითოეულ სკოლას სახეობების მიხედვით დაურიგდათ სპორტული ფორმები. სპორტსკოლებს ასევე გადაეცათ სპორტული ინვენტარი. დაფინანსება გაიზრდება შეჯიბრებებზე მივლინების მუხლში - იგეგმება სპორტსმენების კვებისა და სასტუმროს თანხების მომატება. აქამდე კვება დღეში 8 ლარით ფინანსდებოდა, სასტუმრო 15 ლარით. ეს არარეალურია, რასაც ქალაქის ხელმღვანელობა ითვალისწინებს.

- რამდენად წარმატებული იყო თქვენთვის გასული წელი?

- საქმიანობის მთავარი საზომი შედეგებია. უკმაყოფილო არ ვართ. ასეთი კარგი შედეგები ბოლო ხუთი წელიწადია ჩვენი ქალაქის სპორტში არ ყოფილა. საქართველოს პირველობებზე ახალგაზრდებსა და კადეტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა 73-მა, მეორე ადგილი 115-მა, მესამე კი 63-მა სპორტსმენმა. ამავე ასაკებში 36 სპორტსმენი ჩემპიონი გახდა, ვერცხლის მედლები 25-მა, ბრინჯაოს კი 35-მა სპორტსმენმა მოიპოვა. ვერ ვიტყვით, რომ ეს ხელმძღვანელობაში ჩვენი მოსვლის გამო მოხდა, მაგრამ საკადრო პოლიტიკის მოწესრიგებამ, თანხების მიზნობრივმა ხარჯვამ და მწვრთნელებისა და სპორტსმენების მიმართ მოთხოვნების გაზრდამ ნაყოფი აშკარად გამოიღო. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ღირსეულად წარმოჩინდეს და ამისთვის წლეულსვე დავიწყებთ სერიოზულ მზადებას. ქუთაისი სპორტში ყოველთვის წარმატებული იყო და მომავალშიც ასე უნდა იყოს. ჩვენი მუშაობა სწორედ აქეთკენაა მიმართული.

- გასულ წელს თქვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე სპორტული ბაზა შეაკეთა, წლეულსაც თუ იგეგმება სპორტული ბაზების გარემონტება-განახლება?

- წლების განმავლობაში ქუთაისში არ გვქონდა სპორტული ტირი, დღეს კი 35-ე სკოლის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტების ტირი კეთდება. სიცოცხლე დავუბრუნეთ ქალაქის ცენტრში "დინამოს სტადიონს, სადაც სარაგბო კლუბი "აია" წლების შემდეგ საშინაო მატჩებს ატარებს. გარემონტდა ფარიკაობის სკოლა, გადაიჭრა რამდენიმე სპორტსკოლის წყალმომარაგების, სახურავისა და გათბობის პრობლემები.

მიმდინარეობს მე-17 სკოლა-პანსიონის რეაბილიტაცია. სამომავლოდ იქ ისეთი ბაზის გაშენება გვინდა, სადაც იქნება სპორტსმენებისთვის ღამის გასათევი, კვების ობიექტი, თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო დარბაზები და ა.შ. პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, მალე ავეჯსაც შევიტანთ. მაქსიმუმ 2 წელიწადში კი ბაზა ბოლომდე დასრულდება, რაც შემდეგ სხვა გეგმების განხორციელების საშუალებასაც მოგვცემს. კერძოდ, შევძლებთ ქუთაისში მოვიწვიოთ უცხოელი სპორტსმენები და მათი დაბინავების პრობლემა არ გვექნება. ხელშეკრულების საფუძველზე მათ აქაურ ხარჯებს ჩვენ ავიღებთ საკუთარ თავზე. ეს იქნება გაცვლითი პროგრამა. როცა საკუთარი ბაზა გაქვს, დანახარჯი ნაკლებია.

- რამდენად რეალურია ქუთაისში ახალი საცურაო აუზის მშენებლობა?

- ჯერ საპროექტო სამუშაოებია ჩასატარებელი. დღეს ქუთაისში მხოლოდ კომპანია "ვისოლის" აუზი ფუნქციონირებს. იქ ემზადებიან ჩვენი სპორტსკოლის წყალბურთელები, შედეგებიც არის - ორ ასაკში პირველ-მეორე ადგილები მოიპოვეს. როცა ქალაქს სტანდარტული საკუთარი საცურაო აუზი ექნება, წყალბურთი და სხვა საწყლოსნო სახეობები უფრო წარმატებული გახდება.

- სხვა პროექტებზე რას გვეტყვით?

- დიდი ხანია, საქართველოში სპორტსმენებს ერთი და იგივე მეთოდებით ვამზადებთ. დროა უფრო თანამედროვე სტანდარტები დავნერგოთ მწვრთნელთა გადამზადებით. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სპორტსმენების ფიზიკურ მომზადებას. მიმდინარეობს ახალი მეთოდების და საშუალებების მოძიება, ვცდილობთ შევქნათ სპორტული რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემა და დავნერგოთ თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სპორტული პროცესი. ახლო მომავალში გვინდა რაიონებიდან მოვიზიდოთ პერსპექტიული სპორტსმენები, რომლებსაც ქუთაისში ჩამოსვლის და ვარჯიშის საშუალება არ აქვთ. მათ მე-17 სკოლა პანსიონის ბაზაზე ექნებათ ცხოვრებისა და ვარჯიშის პირობები.

- ყველა სახეობა თანაბარ მდგომარეობაშია თუ სპორტის პრიორიტეტული სახეობები გაქვთ გამოკვეთილი?

- ყველა სკოლა და სპორტის სახეობა თანაბარ მდგომარეობაშია. ვაფინანსებთ ღონისძიებებს, რომლებიც ეროვნული ფედერაციებისა და სპორტის სამინისტროს კალენდარშია შეტანილი. ადგილობრივი შეჯიბრებებიდან კი რომელსაც საჭიროდ ჩავთვლით ის იქნება მხარდაჭერილი. შარშან არ ყოფილა დაუფინანსებლობის შემთხვევა და გამონაკლისი წელსაც არ იქნება. კარგია, რომ სამინისტროსა და ეროვნული ფედერაციების გვერდში დგომით ქუთაისში ტარდება სერიოზული ტურნიები, იქმნება ადგილობრივი ფედერაციები, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად წაადგება ქართულ სპორტს. დიდია სამხარეო და ქალაქის ხელმძღვანელობის მხრდაჭერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა