უეფამ გადაწყვიტა, ამიერკავკასიის ქვეყნების ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობით ტურნირი ჩატარდეს
უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩატარდეს ექსპერიმენტული ტურნირი ამიერკავკასიის ქვეყნების: საქართველოს, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ასაკობრივი ნაკრები გუნდების მონაწილეობით.

უეფას გადაწყვეტილებით, ორ ტურნირში, რომელიც 14–22 აპრილს თბილისში გაიმართება, ოთხი ქვეყნის 16 წლამდე ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდები და 17 წლამდე ქალთა ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპული საფეხბურთო ოჯახის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აღნიშნული ტურნირის სრული ორგანიზება და მასზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალა.

როგორც უეფას გენერალური მდივნის მოადგილისა და ნაციონალური ასოციაციების განყოფილების ხელმძღვანელის, თეოდორე თეოდორიდისის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, აპრილში დაგეგმილი ოთხთა ტურნირი კარგი რეპეტიცია იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მომავალში ჩვენს ქვეყანაში დიდი სპორტული ღონისძიებებისთვის.

gff.ge

U19 | საქართველო 2:2 ლატვია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა