ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დავით მუჯირი: ბოლოს ქართველი საქართველოში უნდა დაბრუნდეს!

დავით მუჯირი: ბოლოს ქართველი საქართველოში უნდა დაბრუნდეს!

34 წლის ნახევარმცველის თქმით, "ზესტაფონი" მის საფეხბურთო კარიერაში უკანასკნელი კლუბი იქნება
საქართველოს ზამთრის სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე დავით მუჯირის "ზესტაფონში" გადასვლაა.

შეგახსენებთ, 34 წლის ნახევარმცველმა 2011 წელი იაპონურ "სანფრეჩე ჰიროშიმაში" გაატარა, საქართველოს ჩემპიონებთან კი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ეროვნული გუნდის ყოფილ წევრს გადაწყვეტილების მოტივებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- როგორია "ზესტაფონთან" ერთად გატარებული პირველი დღეების შთაბეჭდილებები?

- ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთ ძლიერ და ამბიციურ კლუბში მოვხვდი. გადავწყვიტე, კარიერა საქართველოში დამესრულებინა და რამდენიმე საინტერესო შეთავაზებას შორის არჩევანი ჩვენი ქვეყნის ჩემპიონზე შემეჩერებინა.

"ზესტაფონი" უკვე ბრენდია და აქ თამაში ძალიან ბევრი ფეხბურთელისთვის ოცნებაა, გუნდის ამჟამინდელი წევრებისთვის კი დიდი პატივია. საერთოდ კი, ვფიქრობ, ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც საზღვარგარეთ წლები გაუტარებია, საქართველოში უნდა დაბრუნდეს და კარიერა აქ დაასრულოს.

- თუ საიდუმლო არ არის, კიდევ რა წინადადებები მიიღე?

- ერთ-ერთი რუსთავის "მეტალურგის" შეთავაზება იყო. ბუბა ტყავაძეს ამისთვის მადლობა გადავუხადე, თუმცა "ზესტაფონის" ვარიანტი ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.

- კარიერის დასრულებას "ზესტაფონში" აპირებ?

- ასეა, ამის დიდი სურვილი მაქვს. შარშან მინდოდა, ჩემი ბოლო კლუბი თბილისის "დინამო" ყოფილიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ იქ მხოლოდ ოთხი თვე გავატარე. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ "დინამოსთან" კონტრაქტი ჩემი ფინანსური მოთხოვნების გამო კი არა, კლუბის სურვილით არ გაგრძელდა - ჩემთან თანამშრომლობა აღარ ისურვეს. ნაწყენი არავისზე ვარ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიხსენებ, რა მოხდა სინამდვილეში.

- ამას იაპონური პერიოდი მოჰყვა, რომელმაც, როგორც არაერთხელ გითქვამს, ბევრი რამ შეგძინა.

- იქაური შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების განმავლობაში სასიამოვნოდ გამყვება. იაპონიაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იდეალურადაა მოწყობილი და, ცხადია, ცხოვრების პირობებიც იდეალურია. იქ ფეხბურთის თამაში უდიდესი სიამოვნებაა. საფეხბურთო დონეც საკმაოდ მაღალია, მაგრამ ქართულ ფეხბურთში დღევანდელზე უკეთესი პირობები რომ იყოს, საფეხბურთო თვალსაზრისით იაპონიას მალე გავასწრებდით.

ცხოვრების დონით კი, ბუნებრივია, მათ კიდევ დიდხანს ვერ მივუახლოვდებით.

- "ზესტაფონთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმე. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულებას ერთ წელიწადში აპირებ?

- ერთწლიანი კონტრაქტი ჩემი სურვილი იყო, თუმცა კარიერის ერთ წელიწადში დასრულება ნამდვილად არ მინდა. ვითამაშებ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც "ზესტაფონისთვის" საჭირო ფეხბურთელი ვიქნები.

ვნახავ, როგორ შევეწყობი ახალ კლუბს, შევძლებ თუ არა მისთვის სარგებლობის მოტანას და ხელმძღვანელობასთან ერთად ნახევარი წლის შემდეგ გადავწყვეტ, ღირს თუ არა ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება. უკვე ნათქვამს გავიმეორებ: "ზესტაფონი" ჩემს კარიერაში უკანასკნელი კლუბი იქნება.

- საქართველოს ჩემპიონატს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შარშან დაუბრუნდი. როგორ შეაფასებ ჩვენი უმაღლესი ლიგის დონეს?

- ნამდვილად არ გვაქვს ხელწამოსაკრავი ჩემპიონატი. ბოლო წლებში უმაღლესი ლიგის დონე აშკარად ამაღლდა და ქულების მოპოვება ნებისმიერ მეტოქესთან ძნელია. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სატურნირო ცხრილს ჩავხედოთ - საქართველოს ჩემპიონობისთვის ერთბაშად ოთხი გუნდი იბრძვის!

- "ზესტაფონთან" ერთად ტიტულების კოლექციის გაზრდის კარგი შანსი გაქვს.

- ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უდიდესი სიამოვნებაა იმ გუნდში თამაში, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. "ზესტაფონის" ამოცანა საქართველოს ჩემპიონობა, თასისა და სუპერთასის მოპოვებაა და მზად ვარ, ამისთვის ბრძოლაში საკუთარი წვლილი შევიტანო.

უპირველესი მიზანი, ბუნებრივია, საქართველოს ჩემპიონობაა, რის შემდეგაც უკვე ევროთასებზე გვმართებს წარმატებით ასპარეზობა. "ზესტაფონს" რეალურად შესწევს იმის ძალა, რომ პირველი ქართული კლუბი გახდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწევს. კარიერაში ბევრი რამ მინახავს, თუმცა გამარჯვებები ძველებურად მწყურია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბისა და გულშემატკივრების იმედები გავამართლო. ევროთასებზე კი იქ გასულ ყველა ქართულ კლუბს წარმატებას ვუსურვებ.

- "ზესტაფონის" თითოეულ რგოლში უდიდესი კონკურენციაა და, ალბათ, ამისთვისაც მზად ხარ.

- კონკურენცია ჰაერივით აუცილებელია, ამის გარეშე კლუბისა და ფეხბურთელის განვითარება წარმოუდგენელია. ბოლომდე დავიხარჯები იმისთვის, რომ "ზესტაფონის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო.

- ამჟამად როგორ ფორმაში ხარ?

- იაპონიაში ჩემპიონატი უფრო ადრე დასრულდა, ვიდრე ჩვენთან სეზონის მეორე ნახევარი, ასე რომ, კონდიციები აღსადგენი მაქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ოფიციალურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდები.

- "ზესტაფონში" შემტევი ნახევარმცველი იქნები თუ შესაძლოა, თავდამსხმელობაც გაიხსენო?

- მოდი, ამ ეტაპზე ეს ჩემი და გიორგი ჭიაბრიშვილის საიდუმლოდ დავტოვოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Tornike

ძალიან მინდა, რომ მუჯირმა და გოგუამ კარგი თამაშით დაამტკიცონ, რომ მართლაც მაგრები არიან!

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა