ანდრე ვილაშ ბოაშმა უარყო პრესაში გავრცელებული ხმები, თითქოს მასა და ფრენკ ლემპარდს შორის რაიმე გაუგებრობას აქვს ადგილი
“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ ბოაშმა უარყო პრესაში გავრცელებული ხმები, თითქოს მასა და ფრენკ ლემპარდს შორის რაიმე გაუგებრობას აქვს ადგილი და ამის გამო მწვრთნელი ვარსკვლავთან გამოთხოვებას აპირებდეს:

“არანაირი კონფლიქტი! ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი ყოველდღიურად გვაქვს. მეტსაც გეტყვით, ფრენკი ის ფეხბურთელია, რომელიც არანაირ თანხად არ იყიდება. ხანდახან ის ვერ ხვდება ძირითადში, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ყოველი მატჩის წინ ვარჩევთ ისეთ სასტარტო შემადგენლობას, რომელიც მიზნის მიღწევაში გვეხმარება.

ყველას სურს რეგულარულად თამაში, მაგრამ ამისთვის მათ ბრძოლა მართებთ, მთელი სეზონია ამას დაუღალავად ვიმეორებ. ფრენკმა თავისი სახელი კლუბის ისტორიაში უკვე ჩაწერა და სწორედ კლასი აძლევს საშუალებას, სხვებზე ხშირად იყოს მოედანზე”. 34 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა კომენტარი გაუკეთა გარი კეჰილის სატრანსფერო ამბებსაც და განაცხადა, რომ საქმე ნელ-ნელა მიიწევს წინ და ყველაფერი მომდევნო კვირაში გადაწყდება.

რაც შეეხება ედენ აზარს: “აზარი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია, “ლილის” საჩემპიონო სეზონში მართლა ბრწყინავდა, მაგრამ მისი ტრანსფერით ჩვენ არ დავინტერესებულვართ და არც 30 მილიონი ევრო შეგვითავაზებია საფრანგეთის ჩემპიონებისთვის”, - თქვა მან.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში “ჩელსის” აკადემიის წევრები ძირითად გუნდთან აღარ ვარჯიშობდნენ და შესაბამისი შეკითხვა გუნდის დამრიგებელს დაუსვეს. მან კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა ჩვენმა კოლეგებმა მაინც მოახერხეს ინფორმაციის მოპოვება. აღმოჩნდა, რომ ვილაშ ბოაში რეზერვისტთა გარჯით უკმაყოფილო დარჩენილა და ახალგაზრდა ფეხბურთელები მოტივირების მიზნით სწორედ ასე დასაჯა.

თუკი რონ ინსი, პატრიკ ვან აანჰოლტი, ჯორჯ სიდუელი, კონერ კლიფორდი, სემ ჰათჩინსონი და მათი მეგობრები თვის ბოლომდე ძველებურად მონდომებით ივარჯიშებენ, პორტუგალიელი ძირითადი გუნდის ვარჯიშებზე მათ ისევ დააბრუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო