ბუნდესგუნდის კაპიტანმა ამით ლიოვს ევრო 2012-ისთვის ალიბი შეუქმნა...
2006 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი, 2010 წლის მუნდიალზეც მესამე ადგილი, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე მეორე პოზიცია - გასაკვირი არაა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, საფეხბურთო გერმანია ევრო 2012-ზე ნაკრებისგან მხოლოდ ტიტულს ითხოვს, რაც ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, იოახიმ ლიოვისთვის მძიმე წნეხსაც ნიშნავს.

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დროა, გერმანიამ ტიტული მოიგოს, გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამიც იზიარებს - განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ „ბაიერნისა“ და ბუნდესგუნდის ფლანგის მცველი დიდი ტიტულის მოსაგებად 4-წლიან ვადას აწესებს. მისი თქმით, ბუნდესგუნდი ვალდებულია, სანაკრებო დონეზე ტიტული უახლოესი 4 წლის განმავლობაში მოიგოს...

„დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს იმის შესახებ, რომ გერმანიას ოქროს თაობა ჰყავს. ცხადია, ეს იმის დამსახურებაა, რომ 2006 წლიდან მოყოლებული, დიდ ტურნირებზე ძალიან კარგად ვთამაშობთ და მინიმუმ ნახევარფინალში გავდივართ, მაგრამ თუ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ტიტულს ვერ მოვიგებთ, დღევანდელ შემადგენლობას ოქროს თაობად აღარავინ მოიხსენიებს და ჩვენ ისტორიაში ამ საპატიო წოდებით ვერ შევალთ,“ - აცხადებს ლამი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

თუმცა გერმანიის ნაკრების 28 წლის კაპიტანი არ მალავს, რომ შესანიშნავი თაობისგან შედეგს წელსვე, პოლონეთსა და უკრაინაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ელის.

„ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც ულაპარაკოდ შეუძლია ფინალში გასვლა და მეტსაც გეტყვით: არცერთი ფეხბურთელი არ იქნება კაყოფილი იმით, რომ ფინალი ვერ მოვიგოთ,“ - ამბობს ლამი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2008 წლის ფინალის შემდეგ, რომელიც გერმანიამ ესპანეთთან წააგო, ბუნდესნაკრების ფეხბურთელებმა სამშობლოში დაბრუნებისთანავე ფანებთან ერთად იზეიმეს, რაც საფეხბურთო გერმანიის საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თვალში ცუდად მოხვდა. სწორედ მაშინ აუმხედრდა გერმანიის ნაკრების იმდროინდელი კაპიტანი მიხაელ ბალაკი სამწვრთნელო შტაბს და საფეხბურთო კავშირს - წაგებული ფინალის შემდეგ ზეიმი არ გამიგიაო...

იმ განცხადებით, რომ ფინალში გასვლისა და იქ დამარცხების შემთხვევაში ბუნდესგუნდის არცერთი ფეხბურთელი არ იქნება კმაყოფილი, ლამი ადასტურებს, რომ ლიოვის გუნდს ევროპის ჩემპიონობა მოეთხოვება, მაგრამ ფინალის წაგების სცენარიც დასაშვებად მიაჩნია.

ფილიპის აზრით, „ბაიერნმაც“ პროგრესი განიცადა, თუმცა მარცხენა მცველი რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის მოგებას არ ავალდებულებს: „ფაქტია, რომ „ბაიერნი“ წელს უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან ან შარშანწინ იყო, მაგრამ საკმარისია თუ არა ეს იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ „ბარსელონას“ და „რეალს“ პოტენციალით ძალიან მივუახლოვდით.“

გარდა ამისა, ზემოთ ხსენებულ ინტერვიუში ლამმა ისიც თქვა, რომ „ბაიერნიდან“ წასვლაზე არ ფიქრობს:

„ადრე მართლაც ვფიქრობდი იმაზე, რომ კარიერას საზღვარგარეთ გავაგრძელებდი, მაგრამ ახლა ეს ფაქტობრივად გამორიცხულია. ახლა კარიერის საუკეთესო ასაკში ვარ და მიუნხენიდან აბარგებას ნამდვილად არ ვაპირებ. ზოგადად, რატომ არ უნდა დავასრულო კარიერა მიუნხენში? „ბაიერნი“ ხომ ჩემი მშობლიური კლუბია, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში!“

შეგახსენებთ, რომ ლამს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული. 2016 წელს ფილიპი 32 წლის იქნება და როგორც ამბობს, ფეხბურთის თამაშს მინიმუმ 34 წლამდე აპირებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა