ფავრმა ეიფორია ჩააცხრო: რომელი "ბაიერნის" მდევრები ჩვენ ვართ?!
მეორე წრისთვის მოსამზადებელი შეკრება კიდევ ერთმა გერმანულმა კლუბმა, მიონხენგლადბახის „ბორუსიამაც“ დაასრულა.

გუნდი, რომელმაც პირველ წრეში ყველასათვის მოულოდნელად მე-4 ადგილი დაიკავა, ბელეკში ემზადებოდა. ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი, მწვრთნელი ლუსიენ ფავრი და მისი შეგირდები მიონხენგლადბახში გუშინწინ დაბრუნდნენ და ახლა მეორე წრის პირველი მატჩისთვის მზადებას მშობლიურ ბაზაზე განაგრძობენ - მომავალ პარასკევს „გლადბახს“ მიუნხენის „ბაიერნთან“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის და ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, ბუნდესლიგის პირველ ტურში „გლადბახმა“ „ბაიერნს“ მიუნხენში (!) მოუგო.

იმ შემთხვევაში, თუ მარკო როისი და კომპანია რეკორდმაისტერს ახლაც დაამარცხებენ, „გლადბახი“ „ბაიერნს“ ერთქულიან დისტანციაზე მიუახლოვდება. სწორედ ეს პერსპექტივაა იმ ეიფორიის გარანტია, რაც მიონხენგლადბახში ხსენებული შეხვედრის მოახლოვებასთან ერთად მატულობს. არ ვიცით, რას ისახავს მიზნად ფავრი იმ განცხადებით, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, ფაქტი კი ის არის, რომ 54 წლის შვეიცარიელ სპეციალისტს ასეთი ეიფორია ძალიან არ სიამოვნებს.

„ჩვენ პირველ წრეში მაქსიმუმი გავაკეთეთ. ის ფაქტი, რომ „გლადბახი“ 17 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზეა, ნამდვილად ასპროცენტიანი მიღწევაა. ამაზე მეტი ჩემს გუნდს არ შეუძლია. მე-4 ადგილი ჩვენთვის თითქმის სასწაულია და მინდა, რომ ეს ყველამ გააცნობიეროს, - ამბობს ფავრი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - მეტსაც ვიტყვი: ეს გუნდი გასული სეზონის მიწურულს ჩავიბარე და მეორე ბუნდესლიგაში გავარდნას სულ ბოლოს რომ გადავურჩით, ისიც მცირე, მაგრამ სენსაცია იყო. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამ სეზონში ზუსტად იმ გუნდმა აიღო 17 ტურში 33 ქულა, რომელიც წინა სეზონში კინაღამ მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. ასე რომ, მოდი, ცაში ნუ ვიფრენთ.“

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ლუსიენი ძალიანაა გაბრაზებული იმის გამო, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა უმთავრესი ფეხბურთელი როისი ვერ შეინარჩუნეს. მართალია, ეს უკანასკნელი ამ სეზონს „გლადბახში“ ჩაამთავრებს, მაგრამ როგორც იცით, ზაფხულში დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავა. ფავრმა კი ამას წინათაც თქვა, თუ ასეთ ფეხბურთელებს ვერ ვინარჩუნებთ, რომელ პროგრესზეა საუბარიო.

ისე კი, ფაქტია, რომ მიონხენგლადბახელები მეორე წრის სტარტს კარგ ფორმაში ხვდებიან. გუნდმა ბოლო სამი სერიოზული ტესტ-მატჩი (ნიურნბერგთან, დარმშტადთან და ალმელოსთან) მოიგო და ესეც რომ არ იყოს, ფავრს ტრავმირებული ფილიპ დემსის გარდა აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.

„ჩემს სიტყვებს ისე ნუ გაიგებთ, თითქოს „ბაიერნთან“ წაგებას მოვაწერე ხელი - არავითარ შემთხვევაში! მესმის, რომ რეკორდმაისტერი ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ზაფხულში იყო, მაგრამ ჩვენც უკეთეს ფორმაში ვართ,“ - ამბობს ფავრი. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში მიონხენგლადბახელებმა მიუნხენში 1:0 გაიმარჯვეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ