მაგათის მერვე და მართლა მაგარი ახალწვეული
„ვოლფსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა და მენეჯერმა ფელიქს მაგათმა იანვრის რიგით მე-8 და თამამად შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესო ტრანსფერი სრულყო: 19 წლის მარცხენა მცველმა რიკარდო როდრიგესმა გუშინ „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

გუნდთან ერთად ორი ვარჯიში საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „დესპოტი ფელიქსი“ ახალგაზრდა მცველის შესაძლებლობებში დარწმუნებულიყო.

რიკარდო როდრიგესი 17-წლამდელებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია, „ციურიხის“ ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილი იყო და უკვე შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი - როგორც ხედავთ, 19 წლის ასაკის კვალობაზე ამ ფეხბურთელს უკვე ბევრი რამ აქვს მოსწრებული. გაირკვა, რომ მისი ყიდვა ბევრ გუნდს სურდა, მაგრამ ყველაზე მეტად „ვოლფსბურგმა“ იაქტიურა.

ტრასნფერში დიდი წვლილი მიუძღვის შვეიცარიის ნაკრების დამრიგებელ ოტმარ ჰიტცფელდსაც, რომელმაც, ჩვენი შვეიცარიელი კოლეგების ინფორმაციით, როდრიგესს სწორედ მაგათთან გადასვლა ურჩია.

„ვოლფსბურგმა“ მართლაც ყველაზე მეტად იაქტიურა. ფელიქს მაგათის მხრიდანაც სერიოზული ინტერესი ვიგრძენი და მივხვდი, რომ მას მართლა ძალიან ვჭირდებოდი. ბუნდესლიგაში გადმოსვლით კარიერის პირველი სერიოზული ნაბიჯი გადავდგი და მჯერა, რომ „ვოლფსბურგთან“ ერთად სერიოზულ წარმატებებს მივაღწევ“, - განაცხადა როდრიგესმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

„ვოლფსბურგს“ და „ციურიხს“ ტრანსფერის ღირებულების გახმაურება არ სურთ, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით კი, „მგლებს“ ნიჭიერი მარცხენა მცველი დაახლოებით 7.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. „დესპოტი ფელიქსის“ თქმით, როდრიგესი ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია მათ შორის, ვინც მას ოდესმე გაუწვრთნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად