ესპანეთი. ლა ლიგა. XVIII ტურის წინ: ბენზემა იძახის, რომ "ტიტულს", რომლისთვისაც გუნდი გააფთრებული იბრძვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს
დღეს "სამეფო კლუბი" ლიდერის პოზიციის გასამყარებლად ხმელთაშუა ზღვაში "შეცურავს" და ბალეარებს მიადგება - ჟოზე მოურინიოს "რეალი" "მალიორკას" სტუმრობს.

კაცი, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია, იძახის, რომ "ტიტულს", რომლისთვისაც გუნდი გააფთრებული იბრძვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ლაპარაკი ქარიმ ბენზემაზეა, ფრანგი უგოლოდ აღარ ტოვებს მოედანს.

"ძალიან კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი, "მალიორკასთან" დაძაბული დაპირისპირება გველის. ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ კუნძულელები დავამარცხოთ. ლიდერები ვართ და თავს შევაკლავთ ყველას, რომ ბოლომდე პირველებად დავრჩეთ. ეს ტიტული ძალზე მნიშვნელოვანია "რეალისთვის".

მიხარია, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფრანგი გავხდი, მე ხომ თვით ზინედინ ზიდანს გავასწარი, რომელსაც ძალიან ვაფასებ და ცოცხალ ლეგენდად მიმაჩნია".

"რეალი" ამ სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს სტუმრად. უკეთ, ვიდრე ნებისმიერი გუნდი ხუთი მოწინავე ჩემპიონატიდან ევროპაში (ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი). "რეალს" სტუმრად უფრო მეტი ქულა აქვს მოპოვებული, ვიდრე "სანტიაგო ბერნაბეუზე". მართალია, სხვაობა მინიმალურია - 22 21-ის წინააღმდეგ. "რეალმა" სტუმრად 27 გოლი გაიტანა და მხოლოდ 5 გაუშვა. მოკლედ, "ონო-ესტადიზე" ჩემპიონატის ლიდერი აშკარა ფავორიტია.

მასპინძელთა შემადგენლობაში დაშავებულები არ არიან, თუმცა ხოაკინ კაპაროსს სხვა პრობლემა აქვს - მან შემადგენლობა თასისთვის "გადაათამაშა" და იმ გუნდმა 6:1 მოიგო. ასე რომ, ძნელი სათქმელია დასვამს თუ არა სკამზე ანდალუსიელი სპეციალისტი დებიუტანტ ბელგიელ მარვინ ოგუნჯიმის, ან ებრაელ ტომერ ჰემედს. არადა, ამ უკანასკნელმა თასზე "რეალ სოსიედადის" კარში დუბლი შეასრულა. თუ მაინც ასე მოხდა, სასტარტოს ემილიო ნსუე და ვიქტორ კასადესუსი დაუბრუნდებიან.

ჟოზე მოურინიოს არ ეყოლება კარგა ხნის წინ დამტვრეული რიკარდო კარვალიო და თასზე დაზარალებული სამი ხედირა, რომელსაც ერთ-თვიანი უქმობა გამოუწერეს. ანხელ დი მარიამ ვარჯიში კი განაახლა, მაგრამ, საეჭვოა, არგენტინელი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ. სხვათა შორის, მცირე ტრავმა ბენზემასაც აქვს, ამიტომ ფრანგი მსუბუქად ვარჯიშობდა.

ახლა ჩემპიონზეც ვთქვათ - "ბარსელონა" ტურს ასრულებს, კვირას, გვიან საღამოს "კამპ ნოუზე" ხოსეპ გვარდიოლას გუნდი "ბეტისს" მასპინძლობს. შესანიშნავი სარეპეტიციოა სათასო "ელ კლასიკო(ები)ს" წინ! რეპეტიცია რეპეტიციად და, "ბარსას" წაფორხილების უფლება, მგონი, აღარ აქვს. სხვაობა 5 ქულაა და კიდევ უფრო გაზრდა კატალონიელებს ძალიან გაურთულებს ტიტულის დაცვის გეგმებს.

ეს თამაში განსაკუთრებული იქნება ჩავისთვის, 2011 წლის მსოფლიოს მესამე ფეხბურთელი მეოთხასედ მოირგებს ესპანეთის ჩემპიონატში "ბლაუგრანას". საიუბილეო თარიღი აბსოლუტური რეკორდიცაა. ჩავი შესანიშნავი მაგალითია, კანტერაში გაზრდილი ერთგული ფეხბურთელისა - ჩავიმ გუნდთან ერთად ჯამში 19 ტიტული მოიპოვა.

ყველაზე ცუდი, რაც მოხდა "ოსასუნასთან" სათასო მატჩში, ახალგაზრდა ანდრეუ ფონტასის ტრავმაა - მან მუხლის მყესები დაიზიანა. უახლოეს დღეებში მას ოპერაციას გაუკეთებენ.

ჩემპიონს ფაქტობრივად არ დაუსვენია, პამპლონიდან დაბრუნებული გუნდი ეგრევე "სიუტატ ესპორტივაზე" გაემგზავრა სავარჯიშოდ. "ბარსელონას" კარგა ხნით დააკლდა სეიდუ კეიტა, მაგრამ ტრავმა არაფერ შუაშია - ნახევარმცველი აფრიკის ერთა თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა.

სხვა საინტერესო წყვილებია: "სევილია"-"ესპანიოლი" "სანჩეს პისხუანზე", წაგება მასპინძელთა მწვრთნელ მარსელინოს, შესაძლოა, თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს. "მესტალია" "ვალენსიასა" და "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს, არც სტუმართა მწვრთნელ ფილიპ მონტანიეს აქვს კარგად საქმეები, მით უფრო, სათასო 1:6-ის შემდეგ.

დიეგო სიმეონე პირველად გამოიყვანს "ატლეტიკოს" "ვისენტე კალდერონზე" და, ბუნებრივია, გულშემატკივრები "ვილიარეალთან" დაპირისპირებას დიდი ინტერესით ელიან. არც "სან მამესზე" გაიმართება უინტერესო შეხვედრა - "ბილბაო" მეოთხეადგილოსან "ლევანტეს" მასპინძლობს.

ესპანეთი. ლა ლიგა. XVIII ტურის

დღეს

გრანადა-რაიო ვალეკანო 21:00

ტრავმა: პაჩეკო, ბოტელიო (ვალ)

დისკვალიფიკაცია: ხარა (გრან)

სევილია-ესპანიოლი 21:00

ტრავმა: ნავასი, არმენტეროსი - ალბინი, მარკესი, პანდიანი, მატიონი, კამენი

დისკვალიფიკაცია: დელ მორალი (სევ)

სარაგოსა-ხეტაფე 21:00

ტრავმა: სილვა, მატეოსი - უსტარი, პედრო ლეონი

დისკვალიფიკაცია: ლანსარო - ლოპო

მალიორკა-რეალი 23:00

ტრავმა: ლაკრუსი - დი მარია (?), ბენზემა (?), რიკარდო კარვალიო, ხედირა

დისკვალიფიკაცია: კასერესი (მალ)

ვალენსია-რეალ სოსიედადი 01:00

ტრავმა: მადურო, კანალესი - ბერგარა, ილარამენდი

დისკვალიფიკაცია: ალბელდა - მარტინესი

ხვალ

ატლეტიკო-ვილიარეალი 15:00

ტრავმა: სილვიო, კოშტა - კატალა, მუსაჩიო, მარჩენა, როსი, ვაკასო

დისკვალიფიკაცია: ასუნსაო (ატლ)

ოსასუნა-რასინგი 19:00

ტრავმა: გარსია, მასუდი, რუბენი, როვერსიო, სოლა, ეჩაიდე - სერანო, ფრანსისი

ბილბაო-ლევანტე 21:00

ტრავმა: ოსიო, კასტილიო, გურპეგი, გაბილონდო, მარტინესი - ხუანლუ, ვალდო (?), დელ ორნო

დისკვალიფიკაცია: ნანო, ვენტა (ლევ)

სპორტინგი-მალაგა 22:45

ტრავმა: ლეონი, სანგოი - ბაპტიშტა, როსარიო, სტადსგაარდი, ხოაკინი

ბარსელონა-ბეტისი 00:30

ტრავმა: აფელაი, ვილა, ფონტასი - ვადილიო, ამაია

დისკვალიფიკაცია: პონსიო (ბეტ)

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 17 14 1 2 61-16 43

2. ბარსელონა 17 11 5 1 51-9 38

3. ვალენსია 17 10 4 3 28-18 34

4. ლევანტე 17 9 3 5 25-19 30

5. ოსასუნა 17 6 8 3 21-28 26

6. მალაგა 17 7 4 6 20-22 25

7. სევილია 17 6 6 5 19-19 24

8. ესპანიოლი 17 7 3 7 18-21 24

9. ბილბაო 17 5 8 4 23-19 23

10. ბეტისი 17 7 1 9 19-22 22

11. ატლეტიკო 17 5 5 7 23-27 20

12. ხეტაფე 17 5 5 7 17-23 20

13. ვალეკანო 17 5 4 8 19-26 19

14. მალიორკა 17 4 7 6 15-22 19

15. გრანადა 17 5 4 8 11-21 19

16. სოსიედადი 17 4 6 7 16-23 18

17. რასინგი 17 3 8 6 12-21 17

18. ვილიარეალი 17 3 7 7 15-25 16

19. სპორტინგი 17 4 3 10 16-29 15

20. სარაგოსა 17 2 4 11 13-32 10

ბომბარდირები

21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - გონსალო იგუაინი (რეალი); 11 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 7 - დავიდ ბარალი (სპორტინგი), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 6 - არუნა კონე (ლევანტე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...