"ჩეზენას" ძლევის შემდეგ "ნაპოლი" აგრძელებს ბრძოლას და მეოთხედფინალში "ინტერი"-"ჯენოას" წყვილში გამარჯვებულს შეეჭიდება
ნაპოლი-ჩეზენა 2:1

გოლები: 0:1 პოპესკუ (20), 1:1 კავანი (65), 2:1 პანდევი (86).

გამომდინარე იქიდან, რომ "ნაპოლის" სამ ფრონტზე უწევს ბრძოლა, ვალტერ მაძარი "ჩეზენასთან" სათასო დაპირისპირებაში ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით გავიდა ფსონს. კარში არა მორგან დე სანკტისი, არამედ ანტონიო როზატი იდგა, რომელმაც თავის დროზე "ლეჩეში" ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი; შეტევის წინა ხაზზე ედუარდო ვარგასი ვიხილეთ, რომელიც პირველად გამოჩნდა "ნაპოლის" შემადგენლობაში.

დაცვაში პაოლო კანავაროსთან ერთად, ბრიტოსი და ფერნანდესი გაისარჯნენ, ფეხბურთელები, რომლებსაც ძალზე იშვიათად უწევთ სასტარტოში ასპარეზობა. შედეგად, მასპინძლებს ძალიან გაუჭირდათ კერკეტი მეტოქის დამარცხება, თუმცა საბოლოოდ, მიზანს მაინც მიაღწიეს.

ანგარიში მე-20 წუთზე "ჩეზენამ" გახსნა და მთლიანობაში, პირველი ტაიმი სწორედ სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ "ბიანკონერის" შემტევებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, შეიძლებოდა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვეტილიყო.

არ გამოვიდა და სტუმრები ამის გამო დაისაჯნენ კიდეც - მეორე ნახევრის შუაწელს ედინსონ კავანიმ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მატჩის დასრულებამე ხუთიოდე წუთით ადრე კი გამარჯვების გოლი გორან პანდევმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მაკედონიელმა საჯარიმო დარტყმით იხეირა, გოლს კი სტუმართა დიდი პროტესტი და ვნებათაღელვა მოჰყვა - საქმე იმაშია, რომ "ჩეზენას" კიპერმა გორანის დარტყმა უკუაგდო, თუმცა არბიტრმა ჩათვალა, რომ ბურთმა იქამდე კარის ხაზი გადაკვეთა - გამეორებაზე მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა უმეტესობა მაინც თანხმდება, რომ პანდევის გოლი სრულიად სამართლიანად ჩაითვალა.

ამრიგად, "ნაპოლი" აგრძელებს ბრძოლას იტალიის თასისთვის და მეოთხედფინალში "ინტერი"-"ჯენოას" წყვილში გამარჯვებულს შეეჭიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა