კოპა დელ რეი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები: ბარსას მესი მოუხდა
მაშ ასე, სათასო ბატალიებმა იანვარში ორი კლასიკო გვაჩუქა - "რეალმა" და "ბარსელონამ" იოლად დაძლიეს თავიანთი მეტოქეები და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ბრმა წილისყრამ გრანდები ერთად შეჰყარა. გაირკვა ორივე კლასიკოს გამართვის თარიღებიც, "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში 18 იანვარს გაიმართება, "კამპ ნოუზე" კი - 25 იანვარს.

ბადის ერთ მხარეს კიდევ ერთი ძლიერი წყვილია - მეოთხედფინალში ვალენსიური დერბია: "ვალენსია" "ლევანტეს" წინააEღმდეგ. ამ ორი წყვილის გამარჯვებულები ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან. აი, ბადის მეორე ნახევარში კი "ბილბაო" აშკარა ფავორიტია და ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, თუმცა ნურც სხვა გუნდებს ჩამოვწერთ.

ხუთშაბათის მატჩებზე მოკლედ ვთქვათ - "ბარსას" შინ 4:0 ჰქონდა მოგებული, ამიტომ ხოსეპ გვარდიოლამ მეორე შემადგენლობა გაიყვანა და სერბი ლეკიჩის გოლით პირველი ტაიმი წააგო კიდევაც. მეორე ტაიმის დასაწყისში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ალექსის სანჩესმა გაათანაბრა. შემდეგ ლეო მესი გამოვიდა და "ბარსას" თამაშმა ძველებური ხიბლი დაიბრუნა, მისი პასით კი ახალგაზრდა სერხი რობერტომ გაიტანა.

ბილბაოს "ატლეტიკმა" შანსი არ დაუტოვა "ალბასეტეს", მიუხედავად იმისა, რომ პირველ მატჩში ბრძოლა იყო, საპასუხო ბასკებმა პირწმინდად მოიგეს - 4:0. პირველი სამი გოლი განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა.

კოპა დელ რეი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები

ბილბაო-ალბასეტე 4:0 (0:0)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ხ. მარტინესი (78. ეკიზა), აურტენეჩე - იტურასპე, ანდერი (79. ი. პერესი) - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი - ფ. ლორენტე (65. ტოკერო).

ალბასეტე (4-2-3-1): ა. კამპოსი - ალბა, კასტილიო, სანტამარია (33. ერეროსი), სურდო - კანდელა, როჩა - ტეტე, დ. ტორესი (54. კურტო), ადრია - კალე.

გოლები: 1:0 სუსაეტა (24), 2:0 ანდერი (64), 3:0 ტოკერო (78), 4:0 სან ხოსე (86)

ოსასუნა-ბარსელონა 1:2 (0:4)

ოსასუნა (4-2-3-1): რიესგო - ბერტრანი, ლოლო, ფლანიო, სატრუსტეგი (73. ერმოსა) - პუნიალი, ლოე - სეხუდო (79. პოსტიგო), რ. ტორესი (67. რ. გარსია), კანელია - ლეკიჩი.

ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, პიკე, ფონტასი (14. აბიდალი), ადრიანო - სერხი, მასკერანო, ტ. ალკანტარა - პედრო (69. ბუსკეტსი), სანჩესი (57. მესი), კვენკა.

გოლები: 1:0 ლეკიჩი (40), 1:1 სანჩესი (48), 1:2 სერხი (71)

1/4 ფინალი. I მატჩები

17 იანვარი

ესპანიოლი-მირანდესი

18 იანვარი

ბილბაო-მალიორკა

რეალი-ბარსელონა

19 იანვარი

ვალენსია-ლევანტე

საპასუხო მატჩები

24 იანვარი

მირანდესი-ესპანიოლი

25 იანვარი

მალიორკა-ბილბაო

ბარსელონა-რეალი

ლევანტე-ვალენსია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად