ავსტრალიის ღია პირველობის წილისწყრის შემდეგ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი სატურნირო ბადის ერთ მხარეს აღმოჩდნენ

გუშინ, მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრა გაიმართა. მამაკაცთა ბადე ერთი მიზეზით უცნაურად გამოიყურება: პირველად 2005 წლის როლან გაროსის შემდეგ, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი სატურნირო ბადის ერთ მხარეს აღმოჩდნენ.

რა თქმა უნდა, ბოლო წლებში მათი ფინალამდე შეხვედრა გამორიცხული იყო, რადგან პირველ და მეორე ადგილები ეკავათ მსოფლიოს კლასიფიკაციაში. მაგრამ მაშინაც, როცა განთესვის მეორე ნომერს ბრიტანელი ენდი მიურეი ან სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იღებდნენ, როჯერი და რაფაელი მაინც ბადის სხვადასხვა მხარეს ხვდებოდნენ. ასე იყო, მაგალითად, 2009 წელს ამერიკის ღია პირველობაზე, ან შარშან "დიდი სლემის" სამ ტურნირზე (ავსტრალიის ღიას გამოკლებით). ამჯერად წილისყრამ სხვაგვარად გადაწყვიტა: ბადის პირველ ნახევარში პირველ ნომერთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან მიურეი მოხვდა, ფედერერი კი, შესაბამისად, ნახევარფინალში, შესაძლოა, ნადალზე გავიდეს.

საინტერესო იყო მეხუთე-მერვე ნომრებად განთესილების გადანაწილება ბადის ოთხეულებში. საბოლოოდ, შარშანდელი ნახევარფინალისტი, ესპანელი დავიდ ფერერი ჯოკოვიჩის მეოთხედში მოხვდა; მიურეის კომპანიას გაუწევს ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა; ფედერერის მეოთხედში ვხედავთ ამერიკელ მერდი ფიშს, ხოლო ნადალის მეზობელია ჩეხი ტომაშ ბერდიხი.

რა თქმა უნდა, დღეისთვის ამ ჩოგბურთელთა მზადყოფნაზე მკაფიო წარმოდგენა არ გვაქვს, რადგან უმეტესობას ავსტრალიის ღიამდე არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. მაგრამ გარკვეული წარმოდგენა მაინც არსებობს. ჯოკოვიჩმა აბუ დაბის საჩვენებელი ტურნირი მოიგო, თან ეტყობოდა, რომ კარგად დაისვენა და ფორმა აღიდგინა.

მიურეი კარგად გამოიყურებოდა ბრისბენში. ფედერერსა და ნადალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, რაც კარგად გამოჩნდა დოჰას ტურნირზე, თუმცა ორივემ კარგად იცის როგორ შეხვდეს "დიდი სლემის" ტურნირს და როგორ აკრიფოს ფორმა მეორე კვირისთვის.

რაც შეეხება შემდეგ ოთხეულს, ფერერი მზად არის მაღალ დონეზე სათამაშოდ. ცონგა ყოველთვის არაპროგნოზირებდია, მაგრამ დოჰას ტურნირის მოგებით მან დაამტკიცა, რომ კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ბერდიხი ჰოფმანის თასზე დამაჯერებელი იყო, ფიში კი, პირიქით, მოშლილი ჩანდა.

საერთო ჯამში, სასტარტო რაუნდში რეალურად გამოსარჩევი მატჩები არ ჩანს. საინტერესო შეიძლება გამოვიდეს ვიქტორ ტროიცკისა და ხუან-კარლოს ფერეროს დაპირისპირება, მაგრამ აქ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ესპანელი ვეტერანის ფორმაზე.

ქალთა ბადეს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი სიდნეიში დასრულდა ბოლო რეპეტიცია, სადაც გუშინ ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ბელარუსი ვიქტორია აზარენკა და ჩინელი ნა ლი. გამარჯვება სამ სეტში აზარენკამ მოიპოვა - 6:2, 1:6, 6:3.

ვიქტორიამ ხუთი ბრეიკი გააკეთა და თავად ოთხჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. გარდა ამისა, ჩოგბურთელებმა ოთხ-ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვეს. აზარენკამ გადამწყვეტი ბრეიკი მესამე სეტის მერვე გეიმში გააკეთა, შემდეგ კი ბელარუსმა წარმატებით ჩააწოდა მატჩზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ გეიმში მეტოქეს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. ამ ჩოგბურთელთა რიგით მეშვიდე შეხვედრა საათი და 56 წუთი გაგრძელდა. მათ დაპირისპირებაში ანგარიში 4:3 გახდა ნა ლის სასარგებლოდ.

"ძალიან მძიმე მატჩი იყო. ვგრძნობდი, რომ გამარჯვების შანსი მქონდა, ამიტომაც უბრალოდ გავძელი და ბოლომდე ვიბრძოლე, - განაცხადა ბელარუსმა ჩოგბურთელმა. - არაჩვეულებრივი ჩოგბურთი ვაჩვენეთ. ნა ლი ყოველთვის ძალიან სახიფათო მეტოქეა, რაც მან დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა".

აზარენკასთვის ეს ტიტული პირველია სეზონში და მეცხრე კარიერაში. მან ამ ტრიუმფისთვის 107 ათასი დოლარი და 470 სარეიტინგო ქულა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ნა ლი სიდნეის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

inga
სათაური მომწონსD:
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...