დღეს "ბენდელას თასის" გათამაშება დიდ მოედანზე, პროფესიული კლუბების მონაწილეობით იწყება
დეკემბერში საფეხბურთო სკოლა "საბურთალომ" აფხაზეთში დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლა მინი-ფეხბურთში.

დღეს კი "ბენდელას თასის" გათამაშება დიდ მოედანზე, პროფესიული კლუბების მონაწილეობით იწყება - ეს გათამაშებაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟითა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდება.

ამ ფორმატით ტურნირი პირველად სამი წლის წინ ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძის ხელშეწყობით გაიმართა. წლეულს შეჯიბრება 14 იანვარს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება. თუ ადრე ოთხი ან ექვსი გუნდი მონაწილეობდა, ახლა ასპარეზობის სურვილი უმაღლესი და პირველი ლიგების 13 კლუბმა გამოთქვა.

"წლევანდელ ტურნირში ითამაშებენ "ზესტაფონი 2", "ტორპედო 2", "დინამო 2", "მეტალურგი 2", "დილა 2", ძირითადი შემადგენლობებით კი - "ვიტ ჯორჯია", "ზოოვეტი", "იუსი ბესტი", "აეტი", "ჭიათურა" და, სავარაუდოდ, "სპარტაკიც". თანხმობას კიდევ ერთი გუნდისგან ველით. სამი 4-გუნდიანი ჯგუფი ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტდება.

სეზონისთვის მოსამზადებლად ეს ტურნირი ყველას წაადგება, მატჩები კი ჩატარდება ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავში; თბილისში - "საბურთალოს" სტადიონ "ბენდელაზე", - გვითხრა "ბენდელას თასის" მუდმივმა ორგანიზატორმა ქართლოს ჭუმბურიძემ.

მისი თქმით, გათამაშება დღეს "ბენდელაზე" "დინამო 2"-სა და "ზოოვეტის" შეხვედრით გაიხსნება.

მეოთხედფინალში თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები და 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი - მატჩები 30 იანვარს გაიმართება.

ნახევარფინალურ შეხვედრებს 5 თებერვალს რუსთავის "ფოლადი" და "მცხეთა პარკი" უმასპინძლებენ, ფინალი 11 თებერვალს "საბურთალოს" სტადიონზე გაიმართება.

სხვათა შორის, შარშანდლიდან "ბენდელაზე" სტიმულისა და ინტრიგისთვის ორიგინალური წესები დამკვიდრდა: გია გეგუჩაძის ინიციატივით, ჯგუფურ ეტაპზე 3 და მეტი გოლის სხვაობით გამარჯვებისთვის გუნდს არა 3, არამედ 4 ქულა ერიცხება, ფრეზე კი გუნდები თერთმეტმეტრიანებს ასრულებენ - გეგუჩაძის თქმით, ასე პენალტების დარტყმასაც უკეთ ისწავლიან. პენალტებში დამარცხებულს 1 ქულა შეუნარჩუნდება, გამარჯვებულს კი 2 ქულა მიეკუთვნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად