საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარესა და "ზესტაფონს" შორის დავა 2008 წლიდან დღემდე გრძელდება
გრიგოლ ჭანტურიასა და მის ყოფილ კლუბ "ზესტაფონს" შორის 2008 წელს დაწყებული დავა შემდგომ ფეხბურთის ფედერაციისა და "ზესტაფონის" დაპირისპირებაში გადაიზარდა - ეს დავა ფედერაციიის მიერ დაარსებულმა საფეხბურთო საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილა და კლუბს კონტრაქტის შეწყვეტისთვის ფეხბურთელის სასარგებლოდ 29 ათასი ლარის გადახდა დაავალდებულა.

"ზესტაფონის" მესვეურებმა არც ეს გადაწყვეტილა სცნეს და არც ზოგადად საფეხბურთო არბიტრაჟის საქმიანობა, 2011 წლის 23 დეკემბერს კი ფიფას საგანგებო წერილით მიმართეს - დააზუსტეს, რომ არბიტრაჟის შექმნის გადაწყვეტილებას ხელი კი მოაწერეს, მაგრამ მისი არსებული ფორმით სამიანობას მხარს არ უჭერენ, უნდობლობა გამოუცხადეს და ეჭვი შეიტანეს მისი წევრების კომპეტენციაში, ფიფას იურიდიულ კომიტეტს კი სფფ-ის მიერ დაარსებული საფეხბურთო საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობის კანონიერებისა და ლეგალურობის განხილვა სთხოვეს.

ფიფადან საპასუხო წერილმა არ დაახანა, რომლის შინაარსიც უკვე გაცნობეთ. საფეხბურთო კლუბს ეცნობა, რომ ეს საკითხი არ შედის ფიფას კომპეტენციაში და ამგვარი დავები უნდა გადაწყდეს სფფ-ის შესაბამის უწყებაში - ამ შემთხვევაში საფეხბურთო საარბიტრაჟო სასამართლოში. წერილში მითითებულია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყველა სუბიექტი უნდა დაემორჩილოს მის გადაწყვეტილებებს, მის წესდებასა და დებულებებს.

"ლელომ" ფიფას პასუხის კომენტირებისთვის "ზესტაფონს" მიმართა, მაგრამ კლუბში ეს არ ისურვეს, ჭანტურია კი ამბობს, რომ ფიფამ დავაში გამარჯვებულად ის სცნო:

"ვერც წარმოვიდგენდი, დავა ასე თუ გაიწელებოდა. "ზესტაფონმა" უკანონოდ გამიწყვიტა კონტრაქტი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ საქმე ადამიანურად, სასამართლო გარჩევების გარეშე მოგვარდებოდა. სამწუხაროდ, "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ეს არ ისურვა და საკუთარი ინტერესების დაცვა მომიხდა.

საბოლოოდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ველოდი. "ზესტაფონმა" საკუთარ წერლიზე მიიღო გასაგები პასუხი, რომ კონტრაქტი უსაფუძვლოდ დაარღვია და უნდა დაემორჩილოს ფედერაციის დაარსებულ არბიტრაჟს, რომ სამოქალაქო სასამართლოში საფეხბურთო დავის განხილვა არ შეიძლება, უნდა გადამიხადოს კომპენსაცია და, რაც მთავარია, ფეხბურთელსაც აქვს უფლება და არ არის მონა. ახლა ფიფას გადაწყვეტილების აღსრულებას ფეხბურთის ფედერაციისგან ველი. იმედია, საამისოდ ყველა ზომას მიმართავს, ისე, როგორც ამას ფიფა მოითხოვს", - ამბობს ჭანტურია.

თუმცა ფეხბურთელისთვის უცნობია, რა ოდენობის თანხას მიიღებს: ადრე ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს ჭანტურიასთვის კონტრაქტის დასრულებამდე გასაცემი თანხის (29 ათასი ლარი) გადახდა დააკისრა. ფედერაციის აღმასკომმა გადაწყვეტილება შეცვალა და "ზესტაფონს" 7 ათასი ლარის გასტუმრება დაავალა, ანუ მხოლოდ იმ სამთვენახევრიანი პერიოდის სარგოსი, ვიდრე ჭანტურია ახალ კლუბში ("სიონი") გადავიდოდა. შემდეგ საკითხი უკვე საფეხბურთო არბიტრაჟმა განიხილა, რომელმაც უფრო სამართლიან საკომპენსაციო თანხად 29 ათასი ლარის დაწესება მიიჩნია.

"წესით, 29 ათასი უნდა გადამიხადონ, რადგან ფიფას წერილში ლაპარაკია არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესრულებაზე, თუმცა ჯერ ვერ გავიგე, ფედერაცია კლუბისგან რა ოდენობის თანხის გასტუმრებას მოითხოვს", - გვითხრა ჭანტურიამ.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ კარიერა ერთი წლის წინ დაასრულა და ახლა "ბ" კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მიღება და მეკარეთა მწვრთნელობა სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...