ზამთრის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას ნიკოლოზ კოზანაშვილი და სუსანა გავა დაიცავენ
გუშინ ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში სტარტი აიღო ზამთრის პირველმა ახალგაზრდულმა ოლიმპიადამ, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ ბაკურიანელიები ნიკოლოზ კოზანაშვილი და სუსანა გავა (მწვრთნელი ვახტანგ თედიაშვილი).

ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ჩვენი სპორტსმენები ბაკურიანში კოხტაგორაზე (იგი ახალი წლის წინა დღეებში ჩადგა მწყობრში) ვარჯიშობდნენ და ზამთრის სპორტული სეზონის გახსნაშიც მიიღეს მონაწილეობა ბაკურიანში - საქართველოს პირველობაზე.

ორივე საქართველოს ნაკრების წევრია, სწავლობენ ბაკურიანის საჯარო სკოლის XI კლასში, ასაკითაც თანატოლები არიან - ორივე 1995 წელსაა დაბადებული, ორივეს უზომოდ უყვარს თხილამურები და მის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება. სუსანა გავა ნიკუშა კოზანაშვილის მამიდაშვილია.

როგორც თვითონ ამბობენ, შეკრებებზე, განსაკუთრებით კი უცხოეთში ყოფნისას, ერთმანეთზე ზრუნავენ. ნიკუშა ინგლისურს თავისუფლად ფლობს და მამიდაშვილს თარჯიმნობასაც უწევს ხოლმე. ნიკუშამ ფეხი აიდგა თუ არა, თხილამურებს ეზიარა. ეს გასაგებიცაა, სპორტული დინასტიების (იური ოგანეზოვის და ნელი ომიაძის შვილიშვილი) ოჯახიდანაა.

სუსანას ბავშვობიდან თხილამურების საიდუმლოება მამამ - მწვრთნელმა, ლაშა გავამ შეაყვარა. სუსანას არ უნდა მამას იმედები გაუცრუოს. ორივე საქართველოს მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია. ნიკუშას ყველაზე მეტად 2010 წელს მოპოვებული გუნდური პირველობის ჯილდო - 3 ლარი ახსენდება, როცა თანაგუნდელებმა სიხარულით მეგობრულად გაინაწილეს.

დიდ შეჯიბრებებში გამოსვლის გამოცდილებაც აქვთ. 2011 წლის თებერვალში ჩეხეთში ბავშვთა ოლიმპიიურ ფესტივალში მონაწილეობდნენ. გამოვიდნენ ბავშვთა ცნობილ ,,პინოქიოსა" და ,,ტოპოლინოს" საერთაშორისო შეჯიბრებებში.

ინსბრუკში ორივე ჩვენებური სპეციალურ სლალომსა და გიგანტურ სლალომში იასპარეზებს. ნიკუშა ამბობს, რომ გიგანტში უფრო ძლიერია, მაგრამ სპეციალური სლალომი მოსწონს, სუსანას კი ორივე ერთნაირად იზიდავს, თუმცა სპეცსლალომის ტრასაზე ზოგჯერ არ უმართლებს.

სოფიკო ხეთაგაშვილი ბაკურიანიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად